მიხეილ სარჯველაძე – ანდრიუს კუბილიუსს, როგორც ჩანს, გამორჩა, კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილება და ჩაიწეროს, რომ რომელიმე პარტიის მხრიდან 43 პროცენტის ვერმიღწევა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საფუძველს წარმოადგენს

Read Time:57 Second

ანდრიუს კუბილიუსს, როგორც ჩანს, ერთი ფრაზა გამორჩა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილება და ჩაიწეროს იმის თაობაზე, რომ რომელიმე პარტიის მხრიდან 43 პროცენტის ვერმიღწევა წარმოადგენს საფუძველს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არ არის სწორი მსჯელობა, როდესაც საუბარია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ შესაძლოა, ქვეყანაზე ზეწოლა განახორციელოს.

„თუ ჩვენი ქვეყნის არამოქალაქეს უფლება აქვს, რომ ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა განახორციელოს კონსტიტუციაში ამ სახის ცვლილებების შეტანაზე, კი ბატონო, გნებავთ, თქვენ ასეთი მოსაზრების გჯეროდეთ. არ მგონია, რომ ეს სწორი მსჯელობაა. როცა 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია, რომც არსებობდეს ეს დოკუმენტი, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. შეგიძლიათ, ნახოთ, კონსტიტუცია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ჩატარების შესაძლებლობას რა შემთხვევაში უშვებს, ამის მიღმა საფუძვლების შეთხზვა და მოგონება არასწორია. არავის უნდა სიამოვნებდეს, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე ამ კონსტიტუციურ პრინციპს და წესრიგს შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს და მის უზენაესობას არ უშვებდეს. თუ ქვეყანა კონსტიტუციას არ დაარღვევს და ამის გამო იქნება წნეხი და ზეწოლა, არ ვიცი. სჯობს, ეს დაზუსტდეს. არ მგონია, კუბილიუსის განცხადებები ასე უნდა განიმარტოს. თუ კუბილიუსის განცხადების ინტერპრეტაცია და აზრი ისეთია, რომ ჩვენი ცხოვრების სარეგულირებლად კონსტიტუცია მნიშვნელოვანი არ არის, ასეთ შემთხვევაში, ეს ამ განცხადების პრობლემაა და არა ჩვენი ქვეყნის“, – განაცხდა სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაგო ხვიჩია – არ გამოვრიცხავ, ვინმე რამეს აპირებდეს, მათ შორის ოპოზიცია, მაგრამ უპირატესი დამნაშავეა ის, ვინც ჩაწერის ბრძანება გასცა და გადაიღო
Next post საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 10.0 პროცენტზე დატოვა