იაგო ხვიჩია – არ გამოვრიცხავ, ვინმე რამეს აპირებდეს, მათ შორის ოპოზიცია, მაგრამ უპირატესი დამნაშავეა ის, ვინც ჩაწერის ბრძანება გასცა და გადაიღო

Read Time:1 Minute, 38 Second

„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას შეფასებით, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, ვისაც შეიძლება, ფარული ჩანაწერების გავრცელება აწყობდეს, რადგან ამ საქმიდან მოგებული ვერავინ დარჩება.

„მგონი, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, ვისაც ფარული ჩანაწერების გავრცელება აწყობდეს, რადგან შეუძლებელია, გქონდეს იმის გარანტია, რომ შენზე არ იყოს ისეთი რამე გადაღებული, რომლის საჯარო სივრცეში მოხვედრა არ გინდა. თუ მოხვდება, შეიძლება თავი არ მოიკლა, მაგრამ არ გინდა მისი გასაჯაროვება. ზოგადად, როცა ქვეყანაში ადამიანის პირადი ცხოვრების კონტროლი იწყება, ეს არავის აწყობს. არ არსებობს ადამიანი, ვინც აქედან მოგებული გამოვა. როცა ამ ბრძანებას ერთხელ გასცემ, შენ და შენი ოჯახის წევრებს შეგეხებათ. ამიტომ, ასეთი ბრძანაბები არ უნდა გაიცეს და ასეთი კადრები არ უნდა შეაგროვო, რადგან შენს წინააღმდეგ იმოქმედებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომის მოთხოვნას, ხვიჩიას თქმით, მტკიცებულებების გარეშე ამაზე ვერ ისაუბრებს, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა მასალები, როდის არის გადაღებული და ვინმეს მიერ გამოტანილი.

„რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომის საკითხს, არ ვიცი, შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობას” ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ მტკიცებულებების გარეშე საუბარი არ მიყვარს. უნდა ვიცოდეთ, რა მასალები, როდის არის გადაღებული, ატვირთული და ვიღაცის მიერ გამოტანილი. თუ ვინმეს დანაშაული მიუძღვის, მაშინ რატომ უნდა გადადგეს თანამდებობიდან, მაშინ უნდა დავიჭიროთ. თუ დანაშაული არ მიუძღვის, მაშინ რატომ უნდა გადადგეს? როცა წინა ხელისუფლებას მის მიერ გადაღებულ კადრებზე ეკითხები, როგორც დაბნეულები გპასუხობენ სისულელეს და უაზრობას, ზუსტად ასევე იქცევა „ქართული ოცნება“ მის მიერ გადაღებული კადრების გამო.

არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის არც იმას, რომ ვინმე რამეს აპირებდეს, მათ შორის ოპოზიცია, მაგრამ ის, ვინც ჩაწერის ბრძანება გასცა და გადაიღო, უპირატესი დამნაშავეა. ცინიზმია, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ეკლესიის ინტერესებს იცავენ, რადგან ორივე დიდი ალბათობით ამ საქმეშია  გარეული – როგორც გადამღები და გამავრცელებელი. იმის გამო, რომ შერცხვენილი არიან, ახლა ერთმანეთს აბრალებენ, ვინ უფრო სამარცხვინოა და ვინ უფრო მეტი დააშავა ეკლესიის მიმართ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციასაც. საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ თავად ამ მასალას, რადგან იგი შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ნემსაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს
Next post მიხეილ სარჯველაძე – ანდრიუს კუბილიუსს, როგორც ჩანს, გამორჩა, კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილება და ჩაიწეროს, რომ რომელიმე პარტიის მხრიდან 43 პროცენტის ვერმიღწევა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საფუძველს წარმოადგენს