მიხეილ სარჯველაძე: ანა ნაცვლიშვილი ჩვენი დროის ციციკორედ ჩამოყალიბდა – უაპელაციოდ ყველას ლანძღავს, არ ვიცი ეს რა ფასონი და რა სინდრომია

Read Time:48 Second

ქალბატონი ანა (ნაცვლიშვილი) ბოლო ხანებია ჩვენი დროის ციციკორედ ჩამოყალიბდა – რაღაც თავის პედესტალს დადგამს, შემდეგ დადგება და უაპელაციოდ ყველას ლანძღავს – არ ვიცი, ეს რა ფასონი და რა სინდრომია, – აღნიშნული განცხადება ოპოზიციონერი დეპუტატის მისამართით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

“არამც და არამც სწორი არ არის რაღაც არჩეული სტერეოტიპებით ვიმსჯელოთ, ერთი მიმართულებით ვიღაცის უფლება დავიცვათ და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ღირებულებები, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია საერთოდ უგულებელყოთ“, – განაცხადა სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სესიაზე განხილვის საგანი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია“ იყო, რომელიც გენდერული საბჭოს ხელმძღვანელმა ნინო წილოსანმა წარადგინა. სწორედ აღნიშნულ პროექტზე მსჯელობისას, “ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ჟურნალისტ მაკო ჯაბუას Facebook პოსტს გამოეხმაურა, რომელმაც Post TV-ის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ნაცვლიშვილმა მასთან დაკავშირებით ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, “ქართული ოცნება“ თანამშრომლობს და მისი პროპაგანდის მთავარი საყრდენია ადამიანი, რომელიც სასამართლოს მიერ მხილებულია ძალადობაში. ნაცვლიშვილის თქმით, ამის შემდეგ დაუჯერებელია, რომ “ქართულ ოცნებას“ ქალთა უფლებები მართლა აწუხებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე ანა ნაცვლიშვილს: თქვენ წინასწარ ასამართლებთ ყველას, ასე აკეთებდნენ ბოლშევიკები, განაჩენის და სასამართლოს გარეშე ასამართლებდნენ ხალხს, იმავეს აკეთებთ თქვენც
Next post ხატია დეკანოიძე: ამ ვითარებაში რთული იქნება ფრაქციაში ჩემი ყოფნა – მე სრულებით სხვა პოზიცია მაქვს