მიხეილ სააკაშვილი – უნდა აიკრძალოს ჩინეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში

Read Time:36 Second

დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს ჩინეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო საზღვრით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვისას განაცხადა.

„გრძელდება ჩინეთიდან საქართველოში მოქალაქეების ჩამოსვლა, საქართველოს ხელისუფლება იქცევა უკიდურესად უპასუხისმგებლოდ და ეს არაფერი არ იქნებოდა, რომ არ ეხებოდეს თითოეულ თქვენგანს, ჩვენს შვილებს, რომლებიც არიან ამ სასიკვდილო დაავადების ძალიან დიდი რისკის ქვეშ. დაუყოვნებლივ დღესვე, ხვალ დილიდანვე უნდა აიკრძალოს ჩინეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო საზღვრით. ეს არ არის რეკომენდაცია, თუ კიდევ ოდნავ სინდისის და საღი აზრის ნატამალი შერჩენია ივანიშვილს, მან ეს უნდა გააკეთოს დაუყოვნებლივ. ჩინეთის არც ერთი მოქალაქე საქართველოს მიწაზე ფეხს არ უნდა ადგამდეს ვიდრე არის ეპიდემიის ასეთი საფრთხე და ვიდრე არ მომხდარა მასობრივი გავრცელება რისი დიდი საფრთხეც არსებობს, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე – მივმართავ მოსახლეობას, ნუ მივეცემით პანიკას – კორონავირუსი ქვეყანაში არ ფიქსირდება
Next post გევედრებით, ყველას სთხოვეთ ამაღამ ანიტასთვის ლოცვა. ლოცვამ უნდა გადაგვარჩინოს