ამირან გამყრელიძე – მივმართავ მოსახლეობას, ნუ მივეცემით პანიკას – კორონავირუსი ქვეყანაში არ ფიქსირდება

Read Time:35 Second

მივმართავ მოსახლეობას, ნუ მივეცემით პანიკას, არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსი ქვეყანაში არ ფიქსირდება და თუ დაფიქსირდა, ქვეყანა ამასთან საბრძოლველად მზად არის.

„მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, ნუ მივეცემით პანიკას, ნუ მივეცემით აჟიოტაჟს, არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება. თუ გაჩნდა ამ ტიპის დაავადება, მასზე იქნება დაუყოვნებლივი პასუხი და რეაქცია. საავადმყოფოები ამისთვის მზადყოფნაში არიან, ყველანაირი მედიკამენტური საშუალება არსებობს, რომ ამ ტიპის ადამიანებს სამედიცინო დახმარება გაეწიოთ, ეპიდემიოლოგიური და პრევენციური სამსახური მზად არის, მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში მონიტორინგი საზღვრების ქვეყანაში, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციის იმპორტი და თუ ასეთი დაფიქსირდა, შესაბამისი ღონისძიებები დაუყოვნებლივ გატარდება, ამისთვის მზადყოფნა აქვთ ჯანდაცვის სამსახურს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურს და მობილიზებულია ქვეყანში ყველა სექტორი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტყიბულში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, სოფელ ცუცხვათის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა
Next post მიხეილ სააკაშვილი – უნდა აიკრძალოს ჩინეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში