მიხეილ სააკაშვილი – როცა საქართველოში აღდგება დემოკრატია, უნდა შევქმნათ სამხრეთ აფრიკის სიმართლის კომისიის მსგავსი და მთელი სიმართლე დავადგინოთ

Read Time:1 Minute, 13 Second

როცა საქართველოში აღდგება დემოკრატია, უნდა შევქმნათ სამხრეთ აფრიკის სიმართლის კომისიის მსგავსი და მთელი სიმართლე დავადგინოთ, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან მიმართავს ბაჩანა შენგელიას:

„მინდა, მივმართო ბაჩანა შენგელიას რუსთავის საპყრობილის საკნიდან, სადაც ყოველდღე, მთელი სისტემა პუტინ-ივანიშვილის დახმარებით, ჩემი ფიზიკური განადგურების ოპერაციას ახორციელებს. არ ვიცი, რამდენი ხნის სიცოცხლე დამრჩა. ჩემო ბაჩანა, მე ბოლომდე მესმის შენი. ია კერზაია არის თითოეული ჩვენგანის ხატება. მას არასდროს დავივიწყებთ, ვინაიდან ის არის კეთილშობილების, არაკონფორმიზმის, პატრიოტიზმის სიმბოლო.

მინდა სწორად გამიგო, ბაჩანა. მეც ბევრი კითხვა მაქვს გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ის ხალხი, რომლის ხელითაც მე უკვე ერთხელ მკვდარი ვიყავი გლდანის კონცლაგერში, ხვალ რომ ჩაერთოს პუტინისა და მისი მოციქულის, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, უნდა გავაერთიანოთ მათთან ძალები თუ არა?

მსოფლიოში ყველგან, ასეთი რეჟიმები მარცხდება არა ბევრი დაქუცმაცებული პარტიით, არამედ ერთიანი ფრონტით. სხვა რეცეპტს თანამედროვე ისტორია ასე იცნობს. ასე რომ, ყველა ერთის წინააღმდეგ არის რიგგარეშე არჩევნებისა და ხალხის გამარჯვების ფორმულა… და როცა საქართველოში აღდგება დემოკრატია, მაშინ ჩვენ უნდა შევქმნათ რამე სამხრეთ აფრიკის სიმართლის კომისიის მსგავსი და მთელი სიმართლე დავადგინოთ.

აბა, ძვირფასებო, მოდი დავფიქრდეთ ყველა, თუკი „იმედი“ ზუგდიდის თემაზე ჭკუიდანაა გადასული, „ოცნებამ“ რამდენიმე საგანგებო სხდომა მოიწვია. ეს ხომ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარ მტერს ძალიან ეტკინა. ვინ არის დღეს მთავარი ბოროტება. ის, ვინც გააღატაკა და გააქცია ქვეყნიდან ჩვენი ხალხი, აბარებს ქვეყანას რუსეთს ივანიშვილი და მისი მოქმედი პოლიტიკური ჩაფრები. მოდი, ჯერ ამ მოქმედი ბოროტმოქმედებისგან ვიხსნათ ქვეყანა და დანარჩენებს მერე მივხედავთ.

მე ჩემს ფასეულობებზე უარს არასდროს ვიტყვი, მათ გამო ვიმყოფები იქ, სადაც ვიმყოფები და სიცოცხლე მაქვს გადადებული“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მაისის თვიდან, თბილისიდან ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები შესრულდება
Next post მამუკა მდინარაძე: პარლამენტი კვაზი-სასამართლოს ფუნქციას საკუთარ თავზე ვერ აიღებს