მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მაისის თვიდან, თბილისიდან ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები შესრულდება

Read Time:57 Second

2021 წლის ციფრები რომ შევაჯამოთ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 96%-ით აღვადგინეთ 2019 წლის საავიაციო დინამიკა, რაც იყო ისტორიულად ყველაზე მაღალი ნიშნული ჩვენს ავიაციაში. მე მოხარული, ვარ რომ მათ შორის ზაფხულის 2021 წლის სეზონზე ჩვენ გვქონდა რამდენიმე თვე განსაკუთრებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ჩვენ 40-დან 50%-მდეც კი გადავაჭარბეთ 2019 წლის არსებულ მონაცემებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, გაზაფხულიდან პირდაპირი ავიარეისები შესრულდება თბილისიდან ფრანკფურტის მიმართულებით.

„მნიშვნელოვანია ის, რომ 2021 წელი საპროგნოზოდაც რთული წელი იყო ბიზნესისთვის, ისევე როგორც არაერთი სახელმწიფოსთვის, რომელიც ტურისტულად აქტიურია, მაგრამ ამ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ პროაქტიული მუშაობის შედეგად შევძელით და ხუთი ახალი ავიაკომპანია შემოვიყვანეთ ჩვენ საავიაციო ბაზარზე. ეს არის ის პროცესი, რომელსაც ჩვენ ვაგრძელებთ და აქვე, მინდა გამოვიყენო თქვენთან ყოფნის შესაძლებლობა და პირველად, საზოგადოებას ძალიან სასიხარულო ახალი ამბავი გავაცნო. ჩვენ ძალიან წარმატებით დავასრულეთ ერთ-ერთ ევროპულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკება, რომელიც მიმდინარე წელს, ფაქტობრივად მაისის თვიდან, გაზაფხულის პერიოდიდან დაიწყებს პირდაპირი ავიარეისების შესრულებას თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით, რაც იქნება ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ტურიზმის სექტორისთვის, ჩვენი ავიაციისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ გერმანია და ზოგადად ევროკავშირი არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სამიზნე ქვეყნები საიდანაც ჩვენ შევძლებთ ჩამოვიყვანოთ მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტი“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ 84 ხმით გიორგი კალანდარიშვილი აირჩია
Next post მიხეილ სააკაშვილი – როცა საქართველოში აღდგება დემოკრატია, უნდა შევქმნათ სამხრეთ აფრიკის სიმართლის კომისიის მსგავსი და მთელი სიმართლე დავადგინოთ