მიხეილ სააკაშვილი – მე ციხეში არ უნდა ვიჯდე, საერთაშორისო პრაქტიკით, დაუყოვნებლივ უნდა გავთავისუფლდე

Read Time:36 Second

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მადლობას უხდის.

სააკაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ საქმეები შეთითხნილია და ციხეში არ უნდა იჯდეს.

„დღეს, მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის, მიმემართა ჩვენი ხალხისთვის. ყველამ იცის, რომ საქმეები ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილია და მე ციხეში არ უნდა ვიჯდე და კარგად დოკუმენტირებული ფაქტების შემდეგ საერთაშორისო პრაქტიკით დაუყოვნებლივ უნდა გავთავისუფლდე. დღის ანეკდოტი კი ისაა, რომ სანამ მიტინგის დარბევის ბრალდებით მასამართლებდნენ, „ქართული ოცნება“ დიდი აზარტით არბევდა სასამართლოსთან მიტინგს და სრულიად უსამართლოდ აპატიმრებდა მონაწილეებს, მათ შორის, ჩემს მეგობარ გიგი უგულავას, რომელსაც მხოლოდ რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს მარნეულში. რაც არ უნდა ქნას „ოცნებამ“, დღეს, უკვე პირისპირ ჩავხედე თვალებში მათ შიშს და გარდაუვალ დამარცხებას. ეჭვი არ მეპარება, ქართველი ხალხი მალე დაასრულებს ივანიშვილის რეჟიმს. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, არც ერთი ნაბიჯი უკან“, – წერს სააკაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სახელმწიფო დეპარტამენტი – აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას
Next post სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს