მიხეილ სააკაშვილი – ვარშავის აეროპორტში შევხვდი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც კბილები არ აქვთ

Read Time:46 Second

ვარშავის აეროპორტში შევხვდი საქართველოს მოქალაქეებს, კბილები არ აქვთ, ორი კაპიკის საშოვნელად ჩამოსულები არიან აქ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი ორის“ ეთერში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ის შეხვდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ევროპაში სამუშაოდ ჩადიან.

„ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ამ გაჭირვების ფონზე, როცა ხალხს არ სთავაზობენ, როცა ხალხს უჭირს, პურის ფული არ აქვს… ამ ხალხს ყოველდღე ვხედავ, ვარშავის აეროპორტში შემხვდნენ რამდენიმე დღის წინ. კბილები არ აქვთ. მუშები ჩამოდიან „ვიზეარის“ რეისით, აი, კბილები არ აქვთ. საშუალოდ 40-45-50 წლის მამაკაცებზეა საუბარი, რომლებიც ორი კაპიკის საშოვნელად ჩამოსულები არიან აქ. უკიდურესი გაჭირვებაა, 93 პროცენტზე მეტი ცხოვრობს დასაშვებ ნორმებზე ქვემოთ. ორჯერ გაიზარდა ზუსტად სიღარიბე. ამ ფონზე, როდესაც საკონტროლო გასროლას ახდენენ საქართველოს თავში, ყველა ვალდებულია, ეს საკონტროლო გასროლა საკუთარ თავზე მივიღოთ, მაგრამ ის არ მოხვდეს საქართველოს. არ მინდა, ძალიან დრამატულად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს. მე ვარ ძალიან გაბრაზებული, მე ვარ ძალიან დაზაფრული, მაგრამ მე ვარ ასევე ძალიან ოპტიმისტური. ჩვენ დავამარცხებთ მათ 28 ოქტომბერს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 10 გრამატიკული შეცდომა, რომელიც უწიგნურობაზე მეტყველებს
Next post კობახიძე: საქართველოს პარლამენტი წინა მთავრობების დროს საკმაოდ სუსტი და არაეფექტური იყო