კობახიძე: საქართველოს პარლამენტი წინა მთავრობების დროს საკმაოდ სუსტი და არაეფექტური იყო

Read Time:54 Second

საქართველოს პარლამენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების და ქართველი დეპუტატების მონაწილეობით სემინარი „საპარლამენტო ზედამხედველობა და ოპოზიციის როლი“ გაიხსნა.

სემინარის გახსნაზე სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიმართა და 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც პარლამენტი გაძლიერდა.

“საქართველოს პარლამენტი წინა მთავრობების დროს, ჰიპერ-საპრეზიდენტო მოქმედებების პირობებში, საკმაოდ სუსტი და არაეფექტური იყო. ახლა ეს სწრაფად იცვლება. ჩვენ მოვამზადეთ სხვადასხვა ინიციატივები, რომელთა მიზანიც ქართული დემოკრატიის დაცვა და იმის უზრუნველყოფაა, რომ ავტორიტარული პრაქტიკა არასდროს აღარ დაბრუნდეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ილაპარაკა პარლამენტის რეგლამენტის რეფორმაზე, რომლის დახმარებითაც, მისი თქმით, “სამთავრობო უწყებები ანგარიშვალდებულები არიან პარლამენტის წინაშე არა მხოლოდ ფურცელზე, არამედ პრაქტიკულადაც”.

რაც შეეხება ოპოზიციის უფლებებს, კობახიძემ განაცხადა, რომ მისი უფლებები გაფართოვდა და მათ შეუძლიათ პარლამენტში სპეციალურ ჯგუფებისა და კომისიებით გამოძიებები ჩაატარონ, რაც კონსტიტუციის წინა რედაქციით არ იყო შესაძლებელი.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება დისკუსია საპარლამენტო ზედამხედველობის საუკეთესო გამოცდილებასთან დაკავშირებით, რომელსაც მოდერაციას ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე გაუწევს. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, გაეროს განვითარების პროგრამის და საპარლამენტო კავშირის პროექტის „დემოკრატიული პარლამენტები“ წარმომადგენლები.

სემინარზე მოწვეული არიან ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი – ვარშავის აეროპორტში შევხვდი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც კბილები არ აქვთ
Next post ნიკა გვარამია – სალომე მოღალატეა, ჭამეთ წიწაკა და იყავით პატრიოტები