მიშას რას უშობიენ და რომ ჩამევიდე, მე რაღას მიზამენ?! ქართულ პოლიტიკაში ვერაფერს მივაღწიე, ამიტომ მანდ გაჩერება უაზრობა იყო” – გოგი წულაიას ცხოვრება ემიგრაციაში

Read Time:5 Minute, 6 Second

ემიგრაციაში წასული ქართველი პოლიტიკოსი გოგი წულაია სტრასბურგიდან მის ახალ ცხოვრებაზე საუბროს:

– იან­ვარ­ში 1 წელი შეს­რულ­დე­ბა, რაც სტრას­ბურ­გში ვარ. ჩემი და­ჭე­რის სა­შიშ­რო­ე­ბა ისევ იყო და ვარ­ჩიე გა­მო­რი­დე­ბა. თა­ვი­დან მარ­ტო წა­მო­ვე­დი, შემ­დეგ ოჯა­ხიც წა­მო­ვიყ­ვა­ნე. სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და უსა­მარ­თლო­ბის ზე­ი­მი იქ­ნე­ბა, ალ­ბათ, არ ჩა­მო­ვალ. მი­შას რას უშო­ბი­ენ და მე რა­ღას მი­ზა­მენ? მი­ჭირს ემიგ­რა­ცი­ა­ში, რად­გან ენა არ ვიცი. საფ­რან­გეთ­ში დამ­კვიდ­რე­ბა არ არის ასე მარ­ტი­ვი. ამას და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა, მოთ­მი­ნე­ბა სჭირ­დე­ბა… თუმ­ცა ის ნამ­დვი­ლად ვიცი, რომ საფ­რან­გეთ­ში არ ვა­პი­რებ სიკ­ვდილს – თუ არ იქ­ნე­ბა ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ჩემი და­ჭე­რის შან­სი, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვალ.

– ადე­ქით და ასე პირ­და­პირ წახ­ვე­დით თუ ვინ­მეს იმე­დად? მო­სა­მარ­თლე რო­გორ და­არ­წმუ­ნეთ სა­ზღვრის და­ტო­ვე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში?

– მე ნათ­ლულ­მა და­მაკ­ვა­ლი­ა­ნა, ვის იმე­და­დაც ჩა­მო­ვე­დი. ჯერ უს­ტა­ტუსოდ ვცხოვ­რობ. პა­ტა­რა ხან­ში მო­ვი­თხოვ თავ­შე­სა­ფარს რო­გორც პო­ლიტ­დევ­ნი­ლი. ჩემს საქ­მე­ზე პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო დას­რულ­და, არაფ­რის გამო მო­მი­სა­ჯენ 6 თვე (მაქ­სი­მუ­მი იყო 6 თვემ­დე პა­ტიმ­რო­ბა). მო­სა­მარ­თლეს შე­ეძ­ლო მო­ე­სა­ჯა 4 თვე, რო­მე­ლიც უკვე მო­ვი­ხა­დე (გი­რა­ოს გა­დახ­დის შემ­დეგ) და გა­ბა­თი­ლე­ბუ­ლი­ყო ყვე­ლა­ფე­რი ან ჯა­რი­მა და­ე­კის­რე­ბი­ნათ. მო­სა­მარ­თლემ მი­თხრა, ჯა­რი­მას ვერ მოგ­ცემ, მი­მალ­ვა­ში ხარო, არა­და, ინ­ტერ­ნე­ტით ვერ­თვე­ბო­დი. მი­მალ­ვა­ში რო­გორ ვარ, როცა გა­გაფრ­თხი­ლეთ, სამ­კურ­ნა­ლოდ მივ­დი­ვარ-თქვა. ეს ყვე­ლამ იცო­და. ვთვლი, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ლია ორ­კო­დაშ­ვი­ლი ერთ-ერთი ნორ­მა­ლუ­რი მო­სა­მარ­თლეა, მაგ­რამ რა­ღაც დო­ზით ზე­წო­ლას ვერ გა­უძ­ლო და მა­ინც მო­მი­სა­ჯა 6 თვე. ახლა რომ ჩა­მოვფრინ­დე, აე­რო­პორ­ტი­დან ცი­ხე­ში წა­მიყ­ვა­ნენ.

– ანუ მი­შას მა­გა­ლითს არ გა­ი­ზი­ა­რებთ…

– ბერ­ნარდ შოუს აქვს კარ­გი ნათ­ქვა­მი: “ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თი­ლე­ბი პირ­ველ რიგ­ში ისაა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ იღე­ბენ ის­ტო­რი­ი­დან გაკ­ვე­თი­ლებს”. მი­შა­დან მე ვის­წავ­ლე ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თი­ლი, ამი­ტომ სა­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ შე­იც­ვლე­ბა, არ ვა­პი­რებ ჩა­მოს­ვლას. მე­რამ­დე­ნე არ­ჩევ­ნე­ბი უნდა წა­ვა­გო, რომ მივ­ხვდე, ვერ ვქმნი, ვერ ვა­კე­თებ პო­ლი­ტი­კას. მაგ­რამ ახლა თუ არა ვარ პო­ლი­ტი­კა­ში, არ ნიშ­ნავს, რომ სა­ერ­თოდ და­ვა­ნე­ბებ თავს. ჩემს ქვე­ყა­ნა­ში უფრო ნაკ­ლე­ბის გა­კე­თე­ბა შე­მეძ­ლო, ვიდ­რე ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ვა­კე­თებ. ადრე წა­მო­სუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის თუ არ მიკ­ვირ­დეს, მე მოვ­კვტე, ტან­ჯვას გავ­დი­ვარ ენის არ­ცოდ­ნის გამო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სტრას­ბურ­გი სავ­სეა ქარ­თვე­ლე­ბით და ყვე­ლა მცნობს. ალ­ბათ, ათ­ჯერ მე­ტად გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, ცნო­ბი­ლი რომ არ ვიყო, ყველ­გან კარ­გად მხვდე­ბი­ან. ვი­საც “ოც­ნე­ბა” მოს­წონს, ცოტა ან­ტა­გო­ნის­ტუ­რად მი­ყუ­რებს… და­წყე­ბუ­ლი მაქვს ფრან­გუ­ლი ენის შეს­წავ­ლა. გა­გა­ნია საბ­ჭო­თა დროს სიზ­მარ­შიც ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, პა­რიზ­ში და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლა­დაც კი თუ ჩა­ვი­დო­დი, თვა­რა სა­ცხოვ­რებ­ლად ჩა­მოს­ვლა­ზე ფიქ­რი ხომ ზედ­მე­ტია. დი­სი­დენ­ტუ­რი აზ­რე­ბი კი მა­წუ­ხებ­და, მარა ის, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­იშ­ლე­ბო­და, ასე თა­ვი­სუფ­ლად ვივ­ლი­დით უცხო­ეთ­ში, ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი. ამი­ტომ აგ­დე­ბუ­ლად ვუ­ყუ­რებ­დი უცხო ენის შეს­წავ­ლას და ახლა ვის­ჯე­ბი.

– ქუ­თა­ი­სი გე­ნატ­რე­ბათ, ალ­ბათ…

– მე­ნატ­რე­ბა რო­მე­ლია? დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე მე­ნატ­რე­ბა, მჯე­რა, ჩა­მო­ვალ და მაგ ქა­ლაქ­ში გავ­სვენ­დე­ბი. მა­ინც ჩემი მირ­ჩევ­ნია ყვე­ლა­ფერს. ჩემი მე­გობ­რე­ბი მე­ნატ­რე­ბა, მათ­თან ჩაჯ­დო­მა, ქე­ი­ფი და მოლ­ხე­ნა. ტრა­გე­დი­აა ენის ბა­რი­ე­რი, ვერც შენ აგე­ბი­ებ და ვერც ის გა­გე­ბი­ებს… ვფი­ცავ ყვე­ლა­ფერს, აქ ვე­რა­ვის ნა­ხავთ ჯი­პით და დიდი მან­ქა­ნე­ბით, ჩვენ რომ გა­დავ­დი­ვართ ყი­რა­ზე, ასე კი არაა. აქ ჯიპ­ზე და­ი­ნა­ხავ მხო­ლოდ მო­ხუცს – 80 წლის ქალი მომ­ჯდა­რია და უბე­რავს. ახალ­გაზ­რდე­ბი ვე­ლო­სი­პე­დით და­დი­ან.გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

წყარო: ambebi.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტოჩინოშინმა თავისი მე-100, საიუბილეო ბაშო გამარჯვებით დაიწყო
Next post თბილისში პოლიციელი მოკლეს