მის დაწვას ვითხოვ… ჩემს ოთხ შვილიშვილს მამა მოუკლა, ცოლი მომიკლა” – კახეთში მოკლული 4 ადამიანი ოჯახებში გადაასვენეს

Read Time:2 Minute, 59 Second

სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ ყან­და­უ­რა­ში 85 წლისომარ გამ­ყრე­ლი­ძის მიერ მოკ­ლუ­ლი შვი­ლი და მე­ზო­ბე­ლი დედა-შვი­ლი მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში ცოტა ხნის წინ გა­და­ას­ვე­ნეს.

მა­მამ­თი­ლის მიერ მოკ­ლუ­ლი გო­გოს ცხე­და­რი კი ოჯა­ხის მო­თხოვ­ნით სო­ფელ მა­ნავ­ში, მშობ­ლე­ბის სახ­ლში და­ას­ვე­ნეს. ოთხი­ვე მოკ­ლულს რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ექ­სპერ­ტი­ზა ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის კა­ხე­თის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში ჩა­უ­ტარ­და.

პო­ლი­ცი­ამ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნა­წი­ლი უკვე გა­მო­კი­თხა, მათ შო­რის ფრი­დონ გამ­ყრე­ლი­ძე, რო­მელ­საც 85 წლის მა­მა­კაც­მა შვი­ლი და მე­უღ­ლე მო­უკ­ლა. იგი 4 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის დაწ­ვას ითხოვს.

“მე მო­მიკ­ლეს ცოლი და შვი­ლი, ამი­ტომ ვი­თხოვ დას­ჯას, პა­ტიმ­რო­ბას კი არა, მის დაწ­ვას. ეგ არა­ნა­ირ გა­სა­მარ­თლე­ბას არ იმ­სა­ხუ­რებს. და­კი­თხვა­ზე ვი­ყა­ვი და პო­ლი­ცი­ე­ლებს მო­ვუ­ყე­ვი, რაც ვნა­ხე. ჩემს თვალ­წინ მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა. ჩემს ოთხ შვი­ლიშ­ვილს მამა მო­უკ­ლა. დი­ლით და­სახ­მა­რებ­ლად დაგ­ვი­ძა­ხეს. წა­ვე­დი და­სახ­მა­რებ­ლად, რად­გან ვი­ცო­დი, რომ ელზა ცუ­დად იყო…

ასევე დაგაინტერესებთ

თუმ­ცა ვი­ცო­დი, ჩემი ცოლი უკვე იქ იყო და მე აღარ ჩავ­თვა­ლე სა­ჭი­როდ მის­ვლა, გზად კი­დევ ჩემი ბიჭი შემ­ხვდა, შე­ვი­და თუ არა ეზო­ში, სრო­ლის ხმა გა­ვი­გე… ამას მოჰ­ყვა ბევ­რი გას­რო­ლა და სი­ჩუ­მე. რომ შევ­ბრუნ­დი, ომა­რი იგი­ნე­ბო­და, აგ­რე­სი­უ­ლი იყო და ახ­ლოს აღარ მი­ვე­დი. გა­მო­ვი­ქე­ცი და ვყვი­რო­დი, შვე­ლას ვი­თხოვ­დი. დაგვღუ­პა ყვე­ლა, ეს გა­სა­მარ­თლე­ბის ღირ­სი არ არის”, – გა­ნა­ცხა­და ფრი­დონ გამ­ყრე­ლი­ძემ.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ექპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ობ­დნენ, თუმ­ცა სა­ღა­მოს მუ­შა­ო­ბა დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რეს. ისი­ნი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს ხვალ დი­ლი­დან გა­ნა­ახ­ლე­ბენ.

4 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში და ერთი ადა­მი­ა­ნის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი კაცი პო­ლი­ცი­ამ ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა. ის სა­გა­რე­ჯოს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით და­ი­წყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქალი მსაჯის გამო ირანში გერმანიის ბუნდესლიგის მატჩის ჩვენება აიკრძალა
Next post სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს