მთელი საფასური გადახდილია ერთი ჭიქა რძით

Read Time:1 Minute, 4 Second

ერთ დღეს ღარიბმა ბიჭმა რომელიც კარიდან კარზე ყიდდა საქონელს რათა გადაეხადა სკოლაში სწავლის საფასური, აღმოაჩინა რომ ჰქონდა მხოლოდ ერთი 10 ცენტიანი, მაშინ როდესაც ძალიან შიოდა..!!
მან გადაწყვიტა მეზობლისთვის ეთხოვა მცირე ულუფა,მაგრამ სრულიად შეეცვალა გეგმები როდესაც კარები მომხიბვლელმა ახალგაზრდა გოგონამ გააღო..!!
ბიჭმა საჭმლის მაგივრად ერთი ჭიქა წყალი ითხოვა. მასპინძელი მიხვდა რომ ბიჭს შიოდა და დიდი ჭიქით რძე გამოუტანა. ყმაწვილი სვამდა ნელა. როდესაც მორჩა მან იკითხა თუ რამდენი ჰქონდა მათი ვალი. გოგომ კი უპასუხა:
შენ არ გაქვს ვალი. დედაჩემი მუდამ მასწავლიდა რომ სიკეთისთვის გასამრჯელო არ უნდა მოვითხოვოთ. მაშინ მიიღე ჩემი გულწრფელი მადლობა უპასუხა ბიჭმა. მისი სახელი იყო ჰოვარდ კელი..!!
რამდენიმე წლის შემდეგ გოგონა გახდა ავად. ადგილობრივმა ექიმებმა ვერ შეძლეს მისი დახმარება.გოგონა დედაქალაქში გადაიყვანეს რადგან პროფესიონალებს შეესწავლათ მისი მდგომარეობა.ექიმი ჰოვარდ კელი გამოიძახეს პაციენტთან კონსულტაციაზე.როდესაც ექიმმა ახალგაზრდა გოგონას საცხოვრებელი ადგილი გაიგო, უცნაურმა ნაპერწკალმა გაუელვა თვალში.ამის მერე ბრძანა, რომ გაეკეთებინათ ყველაფერი რათა გადაერჩინათ გოგონა. იმ დღის მერე პაციენტს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ექიმისგან. დიდხანს ბრძოლის შემდეგ ექ.კელიმ მოახერხა განეკურნა ქალიშვილი. ექიმმა პაციენტისთვის გასაგზავნ ჩეკს დაბლა რაღაც მიაწერა.ახალგაზრდა ქალმა ხელის კანკალით გახსნა ფურცელი,რადგან ეგონა მთელი თავისი ცხოვრება დასჭირდებოდა სამკურნალო ფულის გადახდას.თუმცა მისი მზერა მიიპყრო ჩეკის ქვემოთ დაწერილმა წერილმა:”მთელი საფასური გადახდილია ერთი ჭიქა რძით “.ქალს თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა და ხმამაღლა წარმოთქვა:
მადლობა უფალო , რადგან შენი სიყვარული აფრქვევია ადამიანების გულსა და ხელებს..!!

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 10 გრამატიკული შეცდომა, რომელიც უწიგნურობაზე მეტყველებს
Next post კვირიკაშვილი საქართველოს რეფერენდუმის დღეს ულოცავს