მთავრობის სტრატკომი: თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

Read Time:22 Second

დღეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის სტრატკომი ავრცელებს.

„დღეს რამდენიმე ონლაინპორტალმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ. ხაზგასმით ვაცხადებთ, აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური ფეიკნიუსი და სიმართლეს არ შეესაბამება. ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებისა თუ შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს. საბჭოს სხდომები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ყოველკვირეულად იმართება და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პროაქტიულად მიეწოდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დაზარალებული რამინ წარყაშვილი: მინდა ნიკა მელიას ვუთხრა, კაცობა არ გაქვს, 23 წლის ბიჭს კლავდნენ და უყურებდი, ერთი ხმა არ ამოიღე, ცრუ ჩვენება მიეცი
Next post ეკატერინე ტიკარაძე – ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება ამ ეტაპზე არ განიხილება, მცდარი ინფორმაციის გავრცელება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება