დაზარალებული რამინ წარყაშვილი: მინდა ნიკა მელიას ვუთხრა, კაცობა არ გაქვს, 23 წლის ბიჭს კლავდნენ და უყურებდი, ერთი ხმა არ ამოიღე, ცრუ ჩვენება მიეცი

Read Time:45 Second

პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში დაზარალებული ადამიანებიც იმყოფებოდნენ.

„იმედის კვირასთან“ საუბრისას ერთ-ერთმა მათგანმა, რამინ წარყაშვილმა განაცხადა, რომ მას 23 წლის ვაჟი რუსთაველის გამზირზე მოუკლეს. ამ ფაქტს ნიკა მელია შეესწრო, თუმცა წარყაშვილის თქმით, მელიამ მომხდარის შესახებ არაფერი განაცხადა და შემდეგ ყალბი ჩვენება მისცა.

„აქ მოსვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს საცოდავი პარტია და მათი წევრები ერთხელ კიდევ ვნახო. რეალურად, მათი მმართველობის პერიოდში რუსთაველზე 23 წლის შვილი მომიკლეს. „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობით მოხდა ეგ ყველაფერი. ამაში იყვნენ ჩარეული ახალაიები, მერაბიშვილი, ადეიშვილი, თავად სააკაშვილი. პირდაპირ მელია იდგა სამი მეტრის მოშორებით და უყურებდა, ჩემი 23 წლის შვილს როგორ კლავდნენ. 55 ტყვია როგორ ესროლეს, შემდეგ წავიდა და დაიმალა. საკუთარი მანქანით იყო, ვიღაც სტუმართან ერთად. როდესაც ვიპოვეთ და პროკურატურაში მივიყვანეთ, აბსოლუტურად ტყუილი ჩვენება მისცა.

ახლა მოვედი და მინდა ვნახო, თუნდაც ნიკა მელია და ვუთხრა: კაცობა არ გაქვს, 23 წლის ბიჭს კლავდნენ და უყურებდი, ერთი ხმა არ ამოიღე, ცრუ ჩვენება მიეცი“, – განაცხადა წარყაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ქარუმიძე – „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ 92 472 ხმით აჯობა და ეს მყარი გამარჯვებაა
Next post მთავრობის სტრატკომი: თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება