მთავარი პროკურორი მზად არის მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს შეხვდეს

Read Time:23 Second

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ ის მზად არის შეხვდეს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმით დაინტერესებულ პირებს.

მთავარმა პროკურორმა კითხვაზე აპირებს თუ არა პანკისში ჩასვლას თემილან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით უპასუხა, რომ მაჩალიკაშვილოს საქმეზე გამოძიება გამჭირვალედ მიმდინარეობს.

“ვატარებთ გამჭირვალედ გამოძიებას, ოჯახს და ოჯახის ახლობლებს აქვს სრული წვდომა საქმის მასალებზე.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარებულია. ველოდებით ექსპერტიზის შედეგებს და საზოგადოებას ექნება ინფორმაცია”,- განაცხადა შოთაძემ.

თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა . ის პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფინანსთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
Next post ქუმსიშვილმა ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ბელარუსელი მაშველები დააჯილდოვა