„მზიურში“ 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკება გაიხსნა

Read Time:47 Second

ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკება გაიხსნა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

„დღევანდელი დღე ნაწილობრივ სასიამოვნოა, რადგან გაიხსნა იმ ბეჰემოთის ქანდაკება, რომელიც იმ რთულ დღეს ქალაქში დინჯად დააბიჯებდა, ქალაქში, რომელიც გაუბედურებული იყო, მუხლებზე იდგა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ქანდაკება „მზიურის“ პარკში განთავსებულიყო. ვისურვებდი, რომ ამ ქანდაკების ირგვლივ იყოს მუდამ ჟრიამული, სიხარული, ბედნიერება და წარმატება. სულ სიძლიერე ჰქონდეს ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქანდაკე ერეკლე წულაძის ქანდაკება მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის მოვლენებს ეძღვნებოდა.

„ქანდაკება უჟანგავი და უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დამზადდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, გარე სივრცესა თუ ინტერიერში, მსგავსი ტიპის ნამუშევარი პირველად განთავსდა.ქანდაკების ესკიზის კონკურსი 2019 წელს გამოცხადდა. მასში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ავტორებს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით.

კონკურსში გამარჯვებული ავტორი თბილისის მერიის მიერ შექმნილმა, 12-წევრიანმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია, რომელშიც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შედიოდნენ“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: როდესაც სალომე ზურაბიშვილი ერთ სიბრტყეში განიხილავს სააკაშვილს, გვარამიასა და ივანიშვილს, ამის მიღმა ევროკავშირთან დაკავშირებით მისი შეფასებები აბსოლუტურად არარელევანტური ხდება
Next post კახა კალაძე: ვისურვებდი, რომ „ბეგის“ ქანდაკების გარშემო იყოს მუდამ ჟრიამული, სიხარული და წარმატება