კახა კალაძე: ვისურვებდი, რომ „ბეგის“ ქანდაკების გარშემო იყოს მუდამ ჟრიამული, სიხარული და წარმატება

Read Time:28 Second

ვისურვებდი, რომ „ბეგის“ ქანდაკების გარშემო იყოს მუდამ ჟრიამული, სიხარული და წარმატება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„ნათელში იყოს 13 ივნისს ყველა გარდაცვლილის სული. 21 ადამიანი დაიღუპა, ორი უგზოუკვლოდ არის დაკარგული. ნაწილობრივ სასიამოვნოა დღევანდელი დღე იმ თვალსაზრისით, რომ ჩემს უკან ხედავთ ბეჰემოთის ქანდაკებას, რომელიც იმ რთულ დილას ქალაქში დინჯად დააბიჯებდა, იმ ქალაქში, რომელიც გაუბედურებული იყო, მუხლებზე იდგა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ქანდაკება განთავსებულიყო მზიურის პარკში. ვისურვებდი, რომ ბეგის ქანდაკების გარშემო იყოს მუდამ ჟრიამული, სიხარული, ბედნიერება, წარმატება და სულ ძლიერება ჰქონდეს ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებსა და თითოეულ ჩვენ მოქალაქეს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „მზიურში“ 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკება გაიხსნა
Next post პროკურატურამ ნახევარი მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა და სისხლისსამართლებრივი დევნა ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო