“მე საქართველოდან ვარ და არა გრუზიადან” – ლევან გორგაძის შენიშვნა იაპონელ ჟურნალისტებს

Read Time:39 Second

“2015 წლის აპრილიდან იაპონია საქართველოს უწოდებს ჩემ ქვეყანას. საქართველოდან ვარ და არა გრუზიადან,” – შეუსწორა ლევან გორგაძემ იაპონელ ჟურნალისტს, რომელმაც საქართველო “გრუზიად” მოიხსენია.

იაპონური მედიის მთავარი თემა დღეს ქართველი ლევან გორგაძე და მის მიერ მოპოვებული იმპერატორის თასია. ნებისმიერი სუმოისტიტთვის ყველაზე საოცნებო ჯილდოს საქართველოში წამოღებას საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი მოჰყვა.

“ლევან გორგაძე, რომელმაც იმპერატორის თასი მოიპოვა, პატარა ქვეყნიდანაა, რომელსაც საქართველო ჰქვია. საქართველოს იაპონიიდან 8 000 კილომეტრითაა დაშორებული”, – წერენ წამყვან იაპონურ მედიაში.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში ჰაცუ ბაშოს ტურნირზე ბრწყინვალედ იასპარეზა ქართველმას სუმოისტმა ლევან გორგაძემ. დღეს, ბაშოს ბოლოსწინა შეხვედრაში ლევანთან, იაპონელი მაეგაშირა შოჰოზანის ყოველგვარი მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. უაღრესად შემართული და სწრაფი, ზებუნებრივი ძალი დაჯილდოვებული ჩვენი ტოჩის შეჩერება შეუძლებელი იყო!

მან სწრაფად მოახერხა მეტოქის დოჰიოდან გაყვანა და ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე მეტოქეებისთვის მოუწვდომელი გახდა! იმპარატორის თასი მფლობელი ლევან გორგაძე გახდა!

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეუფე შიო: ჩვენ ვხვდებით, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება
Next post თბილისის ისტორიულ შენობებზე ხელნაკეთი კერამიკული აბრები განთავსდა