მეუფე შიო: ყოველი ადამიანი უნდა ევედროს უფალს, აჩვენოს, რომელი გზით უნდა იაროს

Read Time:1 Minute, 8 Second

ჩვენი ერიც და ყოველი ადამიანიც უნდა მიილტვოდეს, უნდა ევედროს უფალს, რომ ღმერთმა ის გზა აჩვენოს, თუ რომელი გზით უნდა იაროს მან. უფალმა კი ამ გზაზე უნდა დააყენოს ადამიანიც და ერიც, – ამის შესახებ პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან მრევლს პატრიარქის სახელით დღესასწაული მიულოცა და მისი ლოცვა-კურთხევა გადასცა.

მეუფის თქმით, მიუხედავად მრავალი დაცემისა და შეცდომისა, ქართველი ერი ყოველთვის საუფლო გზით დადიოდა.

„დღეს ჩვენი ქვეყნის, ისტორიისა და ეკლესიისთვის ასეთ გამორჩეულ დღეს, ჩვენს ერზე ვფიქრობთ. ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, აწმყოსა და მომავალზეც. ვფიქრობთ, თუ რამ მოიყვანა ჩვენი ერი აქამდე. როგორ გადავრჩით ამდენ ქარტეხილში. ჩვენი ერიცა და ყოველი ადამიანიც უნდა მიილტვოდეს, უნდა ევედროს უფალს, რომ ღმერთმა ის გზა აჩვენოს, თუ რომელი გზით უნდა იაროს. უფალმა კი ამ გზაზე უნდა დააყენოს ადამიანიც და ერიც. უფალი იესო ქრისტე პასუხობს, თუ რა არის ეს გზა. იგი ამბობს, რომ მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება.

ჩვენი ერიც, მიუხედავად მრავალი დაცემისა და შეცდომისა, საუფლო გზით ყოველთვის დადიოდა და ღმერთიც თავისი მადლით და თავისი სასწაულებით ამ გზას გვინათებდა. ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა სარწმუნოებამ, ჩვენ ერი ყოველთვის ამას ინახავდა, ამისთვის იბრძოდა, სიცოცხლეს სწირავდა და იმედი გვაქვს, დღესაც ასე გაგრძელდება.

ჩვენს ეპოქაში, ღვთის განსაკუთრებული სიყვარულისა და შეწევნისა, იმისთვის, რომ ჩვენ კვლავაც ამ გზით ვიაროთ, ერთ-ერთი გამოვლინება არის მოვლინება ისეთი ადამიანისა და წინამძღოლისა, როგორიც გახლავთ მისი უწმინდესობა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც, თითქმის, განადგურებაში მყოფი ეკლესია ააღორძინა და ააშენა“, – განაცხადა მეუფე შიომ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ექსპერტიზის დასკვნით, ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი სრულ დემონტაჟს ექვემდებარება
Next post „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს სირცხვილის კორიდორი კახეთშიც მოუწყვეს