ექსპერტიზის დასკვნით, ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი სრულ დემონტაჟს ექვემდებარება

Read Time:35 Second

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი სრულ დემონტაჟს ექვემდებარება. უკვე ცნობლია ექსპერტიზის დასკვნაც, რომელიც ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღეს, ქალაქის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა. ედნარ ნატარიძემ გააჟღერა.

„კორპუსი, რომლის ერთი სადარბაზოა ჩამონგრეული, სრულ დემონტაჟს ექვემდებარება. ექსპერტიზის დასკვნა ამ შენობასთან დაკავშირებით, ჩემთვის უკვე ცნობილია, შესაბამისად, გამოიყოფა ნახევარი მილიონი ლარი სადემონტაჟო სამუშაოებისთვის და საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი გამოვიტანეთ. პრაქტიკულად, დემონტაჟი მალევე დაიწყება“, – განაცხადა ედნარ ნატარიძემ.

რაც შეეხება დაზიანებული შენობის მომიჯნავე კორპუსებს, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა სურმანიძის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, ეს კორპუსები მდგრადია. კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მომიჯნავე კორპუსიც მდგრადია, თუმცა მას დამატებით ექსპერტიზას ჩაუტარებენ.

დანგრეული კორპუსიდან 55 ოჯახია გასახლებული. მათთვის განიხილება მერიის საბინაო ფონდიდან ბინებისა და ფულადი კომპენსაციის გადაცემა. კორპუსის მცხოვრებლებთან მერიის წარმომადგენლები შეხვედრას დღეს გამართავენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე: უნდა დავაფასოთ პიროვნება, შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში თქვენ მიაღწევთ დიდ წარმატებას
Next post მეუფე შიო: ყოველი ადამიანი უნდა ევედროს უფალს, აჩვენოს, რომელი გზით უნდა იაროს