მეუფე იაკობი: ერთობის მოწინააღმდეგე ვინ არის, მაგრამ რა გაგიკეთებია საქართველოსთვის, რა გაგიკეთებია, რომ ილია ჭავჭავაძეს დევიზს უცვლი

Read Time:39 Second

ბოდბელი ეპისკოპოსი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მღვდელმთავარმა გამჭვირვალობის კანონზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა საპროტესტო აქციებზე. მეუფე იაკობისთვის მიუღებელია ილია ჭავჭავაძის სიტყვების დამახინჯება. ბოდბელი ეპისკოპოსი მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობაზე საუბრობს.

„არა რუსეთსო რომ იძახი, კანონი თუ რუსეთია ამ რუსების გვერდით რა გინდა? „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის სატელიტებზე ვლაპარაკობ. აბა გადადეთ, რა გააკეთეს ქართული. საპროტესტო მუხტი რომ არ გაჩერდეს, სანამ შემდეგი რამე იქნება, მე ერთს ვიტყვი, რომ მშვიდობა და სიწყნარე მინდა ქვეყანაში. სიმშვიდე და სიწყნარე იმის ფასად, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა ქართველებს საუკეთესო გვქონდეს. ბევრს ეს არ უნდა და ხდება რა, მიდიან, მოგზაურობენ, ჩადიან გმირთა მოედანზე და ფიცს დებენ, რომ იბრძოლებენ საქართველოსთვის. ნახეთ რა ლოზუნგი შემოაქვთ „ენა, მამული და ერთობა“-ო, ფიცს დებენ. ერთობის მოწინააღმდეგე ვინ არის, მაგრამ რა გაგიკეთებია საქართველოსთვის, რა გაგიკეთებია, რომ ილია ჭავჭავაძეს დევიზს უცვლი“, – აღნიშნა მეუფემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით მათიკაშვილი “გამჭვირვალობის კანონპროექტზე”: იმდენად მარტივი კანონპროექტია, რომ კითხვაზე, რატომ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნამ საქართველო დააშოროს ევროპას, სათანადო პასუხი ვერავის ექნება
Next post ცოტნე კობერიძე: მთავარი აქცია მეორე მოსმენის აქცია იქნება, ასი ათასზე მეტი მოქალაქე მოვა