მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა

Read Time:25 Second

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკონტროლო გამშვები პუნქტები ლენჯერის შესასვლელსა და დაბა მესტიის გასასვლელებში უკვე მოხსნა.

საკარანტინო შეზღუდვების სრულად მოხსნის შემდეგ, დღეიდან მესტიაში შესვლა უკვე ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ასევე ნებისმიერ ადამიანი შეძლებს, ლენჯერისა და მესტიის დატოვებას.

მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 10 აგვისტოდან მოქმედებდა. მესტიის მუნიციპალიტეტი მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც სოფელ ლენჯერში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რაც შეეხება ეპიდვითარებას, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე განმარტავს, მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს სრულად ექვემდებარება. ცნობისთვის, სვანეთში კორონავირუსის ყველა დადასტურებული შემთხვევა მხოლოდ ლენჯერისა და მესტიის თემებში გამოვლინდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი
Next post გიორგი გახარია: მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე ქვეყნის ეფექტიანი განვითარების გარანტია