გიორგი გახარია: მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე ქვეყნის ეფექტიანი განვითარების გარანტია

Read Time:1 Minute, 26 Second

თბილისში, ორთაჭალაში საჯარო რეესტრის და ციფრული მმართველობის სააგენტოს ახალი სათავო ოფისი გაიხსნა. ცერემონიას მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ, მათ სიტყვით პრემიერ-მინისტრმა მიმართა. გიორგი გახარიამ თანამშრომლებს მიულოცა და გამართული საჯარო მომსახურების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს არის სწორად, ეფექტიანად დალაგებული სერვისები, რომლებიც რაც შეიძლება ახლოს უნდა მივიდეს თითოეულ მოქალაქესთან. ეს არის ის, რასაც დღეს იუსტიციის სამინისტრო აკეთებს და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და რაზეც შრომა არ უნდა დაგვეზაროს არც ერთი დღე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საჯარო მოხელე ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება ქვეყნის წარმატებაში და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის გარანტი ქვეყნის ეფექტიანი განვითარების“, – განაცხდა პრემიერმა.

მან ყურადღება ასევე სხვა მიმდინარე პროექტებსა და რეფორმებზე გაამახვილა.

„იუსტიციის სამინისტროს ნაწილში, სხვა მიმართულებებს რომ შევეხოთ, აუცილებლად უნდა გავიხსენო ახალი პროგრამა – „სახელმწიფო შენი პარტნიორია“, რომელიც ჩვენ ახლა დავიწყეთ, სადაც, ეკონომიკის სამინისტროს და აწარმოე საქართველოს პროგრამები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ტურიზმის სააგენტოს. თითოეულ მოქალაქეს, ამბროლაურში, ჩხოროწყუში, ზუგდიდში, ყვარელში, თელავში შეუძლია, თავის ქალაქში მივიდეს და მიიღოს სრული ინფორმაცია, ასევე მიიღოს კონსულტაცია და კონტრაქტიც კი გააფორმოს იმ ნაწილში, რომ გახდეს ამ პროგრამების მონაწილე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცხოვრების ხარისხი და სერვისების ხარისხი, ეს თბილისში იქნება, ბათუმში, თელავში, თუ დაბაში, არანაირად არ უნდა განსხვავდებოდეს მოქალაქეებისთვის. არ შემიძლია არ გავიხსენო მიწის რეფორმა და მარტივი რამ მინდა ვთქვა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, იუსტიციის სამინისტრომ, რა თქმა უნდა, საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა მილიონზე მეტი ჰექტარი მიწა, რაც არის დამოუკიდებლობიდან 25 წლის განმავლობაში დარეგისტრირებულთან ცოტა უფრო მეტი რაოდენობაც. არ შემიძლია არ გავიხსენო სისტემური მიწის რეგისტრაცია, რომელიც ამ ზაფხულს დაიწყო და რომელსაც აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, რამეთუ, დღეს, მიწა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი ჩვენი ქვეყნის და ის, სასწრაფოდ უნდა იყოს ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში“, – განაცხადა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა
Next post პოლიციამ გორის მუნიციპალიტეტში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა