მეორე ოქრო 23-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე – სულამანიძე ტურნირის გამარჯვებულია

Read Time:27 Second

ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ცხრა ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ხუთი ფინალურ ბლოკში გადავიდა.

მთელი ტურნირის განმავლობაში ბრწყინვალედ იასპარეზა 100 კგ-ში მოასპარეზე ილია სულამანიძემ. ქართველმა ფინალში უნგრელი ვეგი მტკივნეული ილეთი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა 18 წლის მიხეილ ჯაფარიძემ, მაგრამ იგი იტალიელ ძიუდოისტთან დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

ცოტა ხნით ადრე კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედლის მფლობელი ნიკა ხარაზიშვილი (90კგ) გახდა. სარაევოში ფინალურ ბლოკში რამდენიმე წუთში ბრინჯაოს მედლებისთვის საბა ინანეიშვილი (+100) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი იჭიდავებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პირველად საქართველოში მსჯავრდებულთათვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდა
Next post გიორგი ვოლსკი: თეონა აქუბარდიას პოზიცია მესმის, შეამჩნია რომ “სტრატეგია აღმაშენებელის” მიზანია დესტრუქცია