მელია: ივანიშვილის მმართველობისას დაზარალებულებს სააკაშვილის ხელმოწერით სერტიფიკატები გადაეცემათ

Read Time:30 Second

მელიას თქმით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საგანგებო ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც აქტიურ კომუნიკაციას დაამყარებენ მოსახლეობასთან და აღრიცხავენ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს დაზარალებულ მოსახლეობას.

მელიას განმარტებით, ჯგუფები შეისწავლიან კონკრეტულ ფაქტებს, ხელისუფლებაში ნაციონალების მოსვლისთანავე კი შეიქმნება 2,5 მილიარდი ლარის ოდენობით ფონდი, საიდანაც დაზარალებულებს ზარალი აუნაზღაურდებათ. ასევე შეიქმნა სპეციალური სერთიფიკატი, რომელიც გადაეცემა დაზარალებულ ადამიანებს, იმის გარანტად, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ზარალი სრულიად აუნაზღაურდებათ. სერთიფიკატს ხელს თავად მიხეილ სააკაშვილი მოაწერს.

მათი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ასევე გამოცხადდება 2-წლიანი მორატორიუმი ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან. დაზარალებულებს თანხები კი სააკაშვილის მმართველობის დროს არსებული დოლარის კურსით დაუანგარიშდებათ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბავშვს მანქანამ დაარტყა, დედამ კი სასწრაფოს გამოძახებაზე უარი თქვა
Next post ბორჯომში მეორე მსოფლიო ომის 102 წლის ვეტერანს ღირსების ორდენი გადასცეს