ბავშვს მანქანამ დაარტყა, დედამ კი სასწრაფოს გამოძახებაზე უარი თქვა

Read Time:2 Minute, 6 Second

ეს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის –  ლილი ს.-ს პოსტია, რომელიც ცოტა ხნის წინ მომხდარ ფაქტს აღწერს. არც მის ვინაობას ვაკონკრეტებთ და არც ადგილს, სადაც ეს ფაქტი მოხდა, უბრალოდ თავად ფაქტი და მოქმედი პირების მხრიდან რეაქცია არის ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელი. სწორედ ამის გამო გადავწყვიტეთ გამოქვეყნება:

“გაუგონარი ამბავია…
ფანჯრიდან ვიყურებოდი. ბავშვმა გზაზე გადაირბინა, მანქანამ დაარტყა. გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და ბავშვის მშობელს ექიმთან წაყვანა შესთავაზეს. ეს ქალი უარზეა! ბავშვი ეუბნება, მეძინება

და სახლში წამიყვანე, არ მინდა ექიმებიო! დედა უჯერებს, თავზე ხელს უსვამს და მიჰყავს სახლში!..
და მიზეზი?!
ჩემი ქმრის მეშინიაო! არ მინდა გაიგოს ეს ამბავიო!
…აი, ძალიან შოკში ვარ! შვილი არ მიჰყავს გამოკვლევებზე, უნდა, რომ მიჩქმალოს ეს ამბავი, თურმე ქმარი ღამენათევია და დაუდევრობისთვის ცოლს გაუბრაზდება! ასმა კაცმა ვერ დაარწმუნა დედა, რომ პირველ რიგში ბავშვზე იფიქროს…
რატომ აჩენენ ასეთი უპასუხისმგებლოები შვილებს? მე ვიცი! ეგრევე თუ არ დაორსულდნენ, ხალხს ხომ არ ათქმევინებენ, უშვილო რძალი ჰყოლიათო!..

ხალხმა ორჯერ მოაბრუნა, სად მიგყავს, აგერ მანქანით ჩაგიყვანთო და გასინჯონ ბავშვი, ფარული სისხლდენა არ ჰქონდესო
და არაო… ჩემი ქმარი გაგიჟდება და მეშინიაო…”
დაგვეთანხმებით, დედის საქციელი ძალიან უცნაური და გაუგებარია. ამიტომ კომენტარი ამ თემაზე ფსიქოლოგ ინგა ბლესს ვთხოვეთ:
– რა თქმა უნდა, აღმაშოფოთებელი ამბავია.

ბავშვის გაჩენა ბევრს შეუძლია, მაგრამ ბავშვის აღზრდა და მასზე რეალური ზრუნვა სულ სხვა თემაა. სამწუხაროდ, ჩვენი და არა მარტო ჩვენი, ზოგადად ზრდასრული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელსაც პასპორტში უწერია 21 და კიდევ მეტი ასაკი, შინაგანი ზარდასრულობისგან ძალიან შორს არიან. შინაგანი ზრდასრულობა ნიშნავს პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე და იმ ადამიანებზე, ვინც შენს გარშემოა. ეს ეხება არა მარტო იმ არსებას, ვინც შენ გააჩინე, არამდე სხვებსაც, უახლოეს პირებს. თუმცა პირველ რიგში ეს ეხება იმათ, ვისაც შენ აჩუქე სიცოცხლე. სამწუხაროდ, ასე ხდება, შინაგანი ზრდასრულობა არ აქვს ადამიანს. ბავშვს მანქანამ დაარტყა. რადგან ბავშვს გარეგნულად არ დაეტყო არაფერი, დედამისი თვლის, რომ გამოკვლევა და ექიმის დახმარება არ სჭირდება, დაჟინებით ამბობს უარს გამოკვლევაზე. ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ბავშვს გზაზე გადასვლა არ ასწავლა. ეჭვი მეპარება, რომ ამ მანქანას ზებრაზე დაერტყა მისთვის. ეს კიდევ ერთი საკითხია, რაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჩვენს ქვეყანაში.
ბავშვის დედა უარს ამბობს გამოკვლევებზე, თან უფასო გამოკვლევებზე, როელიც მძღოლმა თავად შესთავაზა. უარს ამბობს იმის შიშით, რომ ქმარი გაუბრაზდება. მიპასუხეთ, ეს ზრდასრული ადამიანის და მშობლის ქმედებაა თუ შეშინებული ბავშვის, რომელსაც ეშინია, ვაი, უფროსი არ გაუბრაზდეს. სამწუხაროდ, ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე მეტს, შინაგანი პასუხისმგებლობა და შინაგანი ზრდასრულობა არ გააჩნია. ზრდასრული ადამიანების სხეულებში, ცხოვრობენ შეშინებული ბავშვები. რა არის გამოსავალი? გამოსავალია ადამიანების განათლება, ინფორმაციის მიწოდება, ახსნა, რას ნიშნავს იყო მშობელი, როგორ დაიცვა თავი ადრეული ორსულობისგან. თუ ადრეულად დაოჯახდი, არ არის აუცილებელი, 16, 17 და თუნდაც 20 წლის ასაკში ბავშვი გააჩინო. ჯერ შენ თვითონ ჩამოყალიბდი, როგორც პიროვნება და მერე გააჩინე ბავშვი. ეს უნდა იყოს სახელმწიფოს, განათლების და კულტურის სამინისტროების მყარი მიმართულება.

www.mshoblebi.ge

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ორსულობისას ქმარი ყველანაირად უნდა ეცადოს, ქალს კომფორტული გარემო შეუქმნას”
Next post მელია: ივანიშვილის მმართველობისას დაზარალებულებს სააკაშვილის ხელმოწერით სერტიფიკატები გადაეცემათ