მდინარაძე: “ნაცმოძრაობის” ხელისუფლება ჩატაევთან თანამშრომლობდა და მოქმედებდნენ ერთად

Read Time:1 Minute, 27 Second

“ნაციონალური ხელისუფლება ჩატაევთან თანამშრომლობდა და ისინი მოქმედებდნენ ერთად, -„ეს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდრის მიერ აღიარებული ფაქტია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, გივი თარგამაძე(პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე) არ იტყოდა, რომ ითანამშრომლა ტერორისტ ჩატაევთან, შესაბამისად განცხადება, იმის შესახებ, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ საქციელით პუტინს ებრძოდა, არის მათი „გაპრავება“. რეალურად, როდესაც რუსეთი უკრაინას ჩატაევის გადაცემას სთხოვდა, უნდა ეარსება უფრო მძიმე ბრალდებას საქართველოში, რათა საქართველოში წამოეყვანათ ის. სწორედ ამიტომ, შექმნეს ხელოვნურად უფრო მძიმე მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლის საქმე, ამ ბრალდებით, წინასწარი დათქმით და მასთან შეთანხმებით წამოიყვანეს ის საქართველოში და გაუშვეს

“ეს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდრის მიერ აღიარებული ფაქტია. წინასწარ შექმნილი მტკიცებულებები იმდენად სუსტი იყო, რომ ამ საქმეში აპრიორი გადაწყვეტილი იყო, რომ ჩატაევი გამართლდებოდა. ლაფანყურის ოპერაციის დროს. ჩემი ვარაუდით, ჩატაევმა საწინააღმდეგო მხარე დაიჭირა, იმ მომენტზე კი, როდესაც ის გამოჩნდა, წინა ფაქტის მსგავსად, ჩვენამდე საეჭვოდ სუსტმა მტკიცებულებებმა მოაღწია. ასეთი გარემოება საშუალებას აძლევდა” ნაციონალურ მოძრაობას”, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩატაევი თანახმა იქნებოდა, მასთან გაეგრძელებინათ თანამშრომლობა. ამასობაში ისინი ხელისუფლებაში ვეღარ დარჩნენ. „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი, როდესაც პროკურატურა უკვე დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით ფუნქციონირებდა და პროკურორმა ჩაიხედა საქმეში, მან ნახა, რომ მტკიცებულებები არ იყო, შესაბამისად ის იძულებული გახდა, რომ ჩატაევი გაეშვა. ეს არის ჯაჭვი.

პირველ შემთხვევაში ვიცით, რომ ჩატაევს სპეციალურად შეუქმნეს საქმე, აღიარებენ კიდეც, რომ მასთან შეთანხმებულები იყვნენ. მეორე შემთხვევაში მტკიცებულებები არ არსებობს, მესაზღვრეების ჩვენებებიც კი არ ემთხვევა ერთმანეთს. მტკიცებულებების გარეშე პოლიტიკური დაჭერები კი 2012 წელს დასრულდა.  როცა შენ ტერორიზმის თემით სპეკულირებ, იმ დახურული შეხვედრიდან გამოდიხარ და მაინც სპეკულირებ, რომ რაღაცა ბენეფიტი მოიპოვო, რომ „ქართულ ოცენებას“ რაღაცა დააბრალო, ასეთი საკითხებზე უნდა იყოს ერთხელ და სამუდამოდ ნათქვამი, რომ არ შეიძლება. ყველამ, მთელმა საზოგადოებამ, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა, უნდა თქვას, რომ ამით სპეკულირება არ შეიძლება ეს არის ერთადერთი გამოსავალი“. ”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აზერბაიჯანის სახელმწიფო ანსამბლმა ქართული ცეკვა მოიპარა
Next post მსოფლიოში ტანსაცმლის დაუთოვება უკვე სირცხვილად იქცა