მაუწყებლობის კანონში ცვლილებებს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა

Read Time:32 Second

„მაუწყებლობის შესახებ“  საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ხელი 5 მარტს მოაწერა. კანონი საკანონმდებლო მაცნეში უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

28 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელს არ მოაწერდა.

21 თებერვალს პარლამენტმა 83 ხმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა 14 თებერვალს გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კომიტეტის წევრთა ხმები შუაზე გაიყო.

22 დეკემბერს პარლამენტში “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით, 63-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი. ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსებასაც შეძლებს.

საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუცია უნდა იყოს ძლიერი და მკაცრი
Next post 1 წლის ბავშვი ბებიამ ჩაკეტილ მანქანაში 5 საათით დატოვა… და ვეღარ გადაარჩინეს