მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მსჯავრდებულებმა სპექტაკლი წარადგინეს

Read Time:56 Second

მსჯავრდებულების მონაწილეობით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი „ციხის თავზე ანგელოზები დაფრინავენ“ გაიმართა. სპექტაკლი ერთმოქმედებიანია და მასში 19 მსჯავრდებული მონაწილეობს. სცენარი, რეჟისურა, რეკვიზიტები, მხატვრული გაფორმება და აფიშაც თავად მსჯავრდებულებს ეკუთვნით. სპექტაკლი №5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში დაიდგა.

სპექტაკლზე მუშაობის პროცესში მსჯავრდებულებს პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობის სრული მხარდაჭერა ჰქონდათ, რადგან ეს მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ნაწილია. თავად სპექტაკლს ლაიტმოტივად გასდევს აზრი იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულს, ისევე, როგორც ნებისმიერ ადამიანს, შეცდომის დაშვების შემდეგ უნდა შეეძლოს ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება. სპექტაკლზე მუშაობის პროცესი თითოეული მონაწილე მსჯავრდებულისთვის იმის გააზრების ერთგვარი საშუალება იყო, თუ როგორ და რა შინაგანი სირთულეების გადალახვის შედეგად შეძლებენ საკუთარი შეცდომებიდან იმ გამოცდილების გამოტანას, რაც ცხოვრების უკეთესად დაგეგმვაში დაეხმარებათ. „ციხის თავზე ანგელოზები დაფრინავენ“ უკვე დაიდგა სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე; პირველ სპექტაკლში მონაწილე რამდენიმე მსჯავრდებულმა კი, უკვე დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება და მათ სხვა მსჯავრდებულები ჩაენაცვლნენ. თავად სპექტაკლიც, ისევე, როგორც მასზე მუშაობის პროცესი, მსჯავრდებულებისთვის საზოგადოებაში დაბრუნების ერთგვარი რეპეტიციაა. სპექტაკლის დაწყებამდე მარჯანიშვილის თეატრის ფოიეში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო.

 

სპექტაკლს დაესწრნენ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძეიუსტიციის მინისტრის მოადგილეები, განათლებისა  და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან ,,ციფრული უნივერსიტეტის“ პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს, საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, იუსტიციის სამინისტროს სსიპების და საპატრიარქოს წარმომადგენლები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია გაბრიჭიძე: შვეიცარია, რომელიც მუდამ ითვლებოდა თავისუფალი სამყაროს ოაზისად, ასევე თავისუფალი სიტყვის ხელშეუხებლობის გარანტს წარმოადგენდა, დღეს ბინძური პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გახდა
Next post სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დაფუძნების შესახებ