მარკ ცუკერბერგი დვალიშვილის ბრძოლას ესწრებოდა და მის გამარჯვებას “სთორი” მიუძღვნა

Read Time:27 Second

მარკ ცუკერბერგი დვალიშვილის ბრძოლას ესწრებოდა და მის გამარჯვებას “სთორი” მიუძღვნა.

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა.

სუპერმსუბუქი წონის დაპირისპირება სამრაუნდიანი იყო. პირველი რაუნდი თანაბარი გამოვიდა. მეორე რაუნდიდან დვალიშვილმა ტემპს მოუმატა, მეტოქე რამდენჯერმე მიწაზეც გადაიყვანა. მესამე რაუნდში ქართველი მებრძოლი კიდევ უფრო გააქტიურდა და ჰენრი სეხუდომ მას ვერაფერი დაუპირისპირა.

აღსანიშნავია, რომ მერაბ დვალიშვილს უკვე 3 ჩემპიონი ჰყავს დამარცხებული – ჟოზე ალდო, პიოტრ იანი და ჰენრი სეხუდო..

დიდი ალბათობით, დვალიშვილის მორიგი ბრძოლა UFC-ში სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის იქნება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა
Next post ირაკლი კობახიძე ილია მეორეს ესტუმრა