სამშაბათი, ივნისი 2, 2026

მარკო რუბიო – სომხეთთან შეთანხმება საშუალებას მისცემს ჩვენს კერძო სექტორს, განახორციელოს ინვესტიციები ამ დერეფანში ჩვენი კომპანიებისა და ინტერესების სარგებლობისთვის

სომხეთთან შეთანხმება საშუალებას მისცემს ჩვენს კერძო სექტორს, განახორციელოს ინვესტიციები ამ დერეფანში ჩვენი კომპანიებისა და ინტერესების სარგებლობისთვის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, სენატში გამართული მოსმენის დროს განაცხადა.

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ჩართულობით რუსეთი ბედნიერი არ არის.

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ტრამპის მარშრუტის შეთანხმებას სომხეთთან გასულ კვირას. ტრამპის მარშრუტი არის სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების წამყვანი, თუმცა ეს გაცილებით მეტია. მას აქვს შესაძლებლობა, გარდამტეხი ცვლილებები მოიტანოს და სომხეთი სტრატეგიული მდებარეობით გახდეს რეგიონში ვაჭრობის მთავარი ჰაბი. ეს წყვეტს წვდომის საკითხს, რომელზეც აზერბაიჯანი ზრუნავს. ეს იყო მათი ურთიერთობის გამაღიზიანებელი. მას შეუძლია სომხეთს ეკონომიკის ტრანსფორმაცია. დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა სომხეთთან საკმაოდ არააქტიური იყო. ეს ურთიერთობები ქვეყნებს შორის განახლდა, რაც საშუალებას გვაძლევს, გამოვიკვლიოთ ყველა სახის შესაძლებლობა. ჩვენი შეთანხმება საშუალებას მისცემს ჩვენს კერძო სექტორს, განახორციელოს ინვესტიციები ამ დერეფანში ჩვენი კომპანიებისა და ინტერესების სარგებლობისთვის, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთისა და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. რუსები იქ ჩვენი ჩართულობით ბედნიერები არ არიან. მათ სურთ სომხეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა არჩევნები წააგოს. ცხადი რომ იყოს, ჩვენ არ ვართ იქ სომხეთის სუვერენიტეტის დასარღვევად, ჩვენ მათ არ ვეუბნებით, რომ არ იმეგობრონ სხვებთან. ჩვენ გვსურს მათთან ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია არამხოლოდ მშვიდობაზე, მშვიდობა მნიშვნელოვანია. ეს დასაწყისია. ეს არის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომელიც უზრუნველყოფს ამერიკული კომპანიებისთვის სარგებლის მიღებას. ამ დერეფნის გახსნით სარგებელს მიიღებენ აზერბაიჯანელებიც“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმმა ბათუმში საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია – „შავი ზღვის უსაფრთხოების თანამედროვე პრობლემები კლიმატის ცვლილების კონტექსტში“, ჩაატარა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანმიმდევრულად უჭერს მხარს კლიმატის ცვლილების, გარემოს დაცვის, მწვანე ტექნოლოგიების, ენერგეტიკული ტრანზიციისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით სამეცნიერო კვლევების გაძლიერებას. ჩვენთვის პრიორიტეტულია საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაცია, ევროპულ სამეცნიერო პროგრამებში აქტიური მონაწილეობა და ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერა”, - ამის სესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ (პრეზიდენტი) პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე - „შავი ზღვის უსაფრთხოების თანამედროვე პრობლემები კლიმატის ცვლილების კონტექსტში“, განაცხადა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, ევროკავშირის Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის (2021-2027) ფარგლებში დაფინანსებული საერთაშორისო საგრანტო პროექტის - „წყალმცენარეების პოტენციალის გამოყენება დაბინძურების შემცირებისა და ლურჯი ზრდისთვის – ALGAEREVIVE“ - ეგიდით, ბათუმში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა და პროექტის კოორდინატორმა საქართველოდან, პროფესორმა გივი გავარდაშვილმა გახსნა.„კონფერენცია განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ის ეძღვნება არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებას, არამედ იმ ფუნდამენტური გამოწვევების გააზრებას, რომელთა წინაშეც თანამედროვე ცივილიზაცია დგას. კლიმატის ცვლილება XXI საუკუნის ერთ-ერთი უმთავრესი გლობალური გამოწვევაა, რომლის შედეგები უკვე მკაფიოდ აისახება როგორც ბუნებრივ გარემოზე, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებზე. შავი ზღვა წარმოადგენს უნიკალურ ბუნებრივ სისტემას, რომლის მდგრადობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს რეგიონის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობას. ბოლო ათწლეულების განმავლობაში კლიმატურმა ცვლილებებმა, ანთროპოგენულმა ზეწოლამ და მზარდმა გარემოსდაცვითმა რისკებმა ახალი გამოწვევები შექმნა ზღვის ეკოსისტემებისთვის. სწორედ ამიტომ, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის როლი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში გივი გავარდაშვილმა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებას გარემოსდაცვითი მიმართულებით. როგორც პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ აღნიშნა, თანამედროვე გამოწვევების ეფექტიანი მართვა შეუძლებელია საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე. კლიმატის ცვლილებას არ გააჩნია სახელმწიფო საზღვრები. შესაბამისად, არც მის წინააღმდეგ ბრძოლა შეიძლება იყოს ლოკალური. მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით, სამეცნიერო ცოდნის ინტეგრირებითა და საერთო პასუხისმგებლობით შევძლებთ შევინარჩუნოთ შავი ზღვის ეკოსისტემა მომავალი თაობებისთვის.„კონფერენცია ტარდება ევროკავშირის Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი საერთაშორისო პროექტის - „წყალმცენარეების პოტენციალის გამოყენება დაბინძურების შემცირებისა და ლურჯი ზრდისთვის - ALGAEREVIVE“ - ეგიდით. ეს პროექტი ნათლად ასახავს თანამედროვე ევროპული სამეცნიერო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრას ინოვაციებზე, კვლევებსა და ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყალმცენარეების, როგორც ეკოლოგიური და ეკონომიკური რესურსის, კვლევა. თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურა მათ განიხილავს არა მხოლოდ როგორც ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვან კომპონენტს, არამედ როგორც ეფექტიან მექანიზმს წყლის ეკოსისტემების აღდგენის, ნახშირბადის სეკვესტრაციის, ბიოპროდუქტების წარმოებისა და მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარებისათვის. სწორედ ასეთი ინტერდისციპლინური მიდგომები ქმნის საფუძველს იმ ტრანსფორმაციული ცვლილებებისთვის, რომლებიც აუცილებელია კლიმატის ცვლილების პირობებში მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. საქართველო, როგორც შავი ზღვის აუზის მნიშვნელოვანი ქვეყანა, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს რეგიონში ეკოლოგიური უსაფრთხოების, მდგრადი განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუცია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - აქტიურადაა ჩართული ამ პროცესებში და დიდი წვლილი შეაქვს საერთო მიზნების განხორციელებაში. დარწმუნებული ვარ, რომ კონფერენციის ფარგლებში განხილული მოხსენებები, დისკუსიები და სამეცნიერო შედეგები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კლიმატის ცვლილების პირობებში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების, ეკოლოგიური მდგრადობისა და ეკონომიკური განვითარების საკითხების უკეთ გააზრებასა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების შემუშავებაში“, - აღნიშნა ზურაბ გუდავაძემ.სტუ-ის ინფორმაციით, ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 40-მა წამყვანმა დელეგატმა. საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება წარმოდგენილი იყო უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთისა და მოლდოვის რესპუბლიკის წამყვანი ინსტიტუციებით. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შავი ზღვის აკადემიისა და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მეცნიერები, აგრეთვე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს (NEA) ექსპერტები.

ირაკლი კობახიძე – ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ისტორიული პროექტია, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება

საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი შესაძლებლობების განვითარებას და ამ კუთხით საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი არის ისტორიული პროექტი და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო გამოხატულება.„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ისტორიული პროექტი გავხსენით, ეს არის ბაქო-თბილისი-ყარსის ისტორიული პროექტი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი შესაძლებლობების განვითარებას და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ეს პროექტიც არის იმის საუკეთესო გამოხატულება, თუ რამდენად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს. დღევანდელი დღე არის ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო გამოხატულება“, – აღნიშნა პრემიერმა.

ლევან ხაბეიშვილი – საჭიროა მოქმედება, კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო

მდორე, „დაველოდოთ“, „თავისით მოხდება“ პროცესით ვერ მოვერევით ბიძინას, მოქმედება და ბრძოლაა საჭირო. კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, საჭიროა მეტი აქტიურობა.„მდინარაძის განცხადება – სვანეთში მაინინგებთან დაკავშირებით, მიმართული იყო ვიქტორ ჯაფარიძის წინააღმდეგ, თუ ეს ასე არ არის, კითხეთ ჯაფარიძეს, ეთანხმება თუ არა მამუკა მდინარაძეს რამდენიმე ყაჩაღის გამო მთელი სვანეთი რომ უნდა დაისაჯოს; ჰკითხეთ ვიქტორს, გამოიმუშავებს თუ არა კრიპტოს მისი კლანი სვანეთში, უფასო დენით.130 მლნ კილოვატ-საათი რომ ებევრა მდინარაძეს, კითხეთ, ივანიშვილი გლდანში 430 მლნ მდე კილოვატ-საათს რომ მოიხმარს ( თბილისის მოსახლეობის 50%), ამაზე რას ფიქრობს და არის თუ არა ეს აღიარება, რომ ხალხს დენი ბიძინამ ვიქტორ ჯაფარიძის და „ასეთების“ გამო გაუძვირა.კობახიძე vs ჯაფარიძე, ეს არის პასუხი ხუნდაძის საბოტაჟზე კობახიძის მიმართ.სიგნალია, თუ ასე გააგრძელებს „მეამბოხე ხალხის ძალა“, მაშინ მათ ფულის ტომარას დასჯიან და დატოვებენ შავი ფულის გარეშე.შიდა კლანური დაპირისპირების ახალი ტალღა ივანიშვილის კარზე.ამასობაში კობახიძე გამზადებულია „დასაკლავად“ და მის შემცვლელად წულუკიანი და ქვრივიშვილი განიხილება.უბრალოდ უნდა გავიხსენოთ, რომ ასე მდორე, „დაველოდოთ“, „თავისით მოხდება“, პროცესით ვერ მოვერევით ბიძინას, მოქმედება და ბრძოლაა საჭირო. კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო, თავგანწირვა და რისკი საჭირო აქტიურობაა.პ.ს მომეცა უფლება, ფოსტით მივიღო წერილები, გთხოვთ, არ დაიზაროთ და მომწეროთ თქვენი ანალიზი და პოზიციები, ასევე წერილთნ ერთად გამომიგზავნეთ რაიმე ბეჭდური მასალა (გაზეთები) :))მისამართი: ქ. რუსთავი #12 პენიტენციური დაწესებულება“, – აღნიშნავს ლევან ხაბეიშვილი.

რუმინეთთან ამხანაგური მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა რუმინეთთან ამხანაგური მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.მამარდაშვილი, მამაგეიშვილი, გოგლიჩიძე, კაშია, ლოჩოშვილი, აზაროვი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, ქვილითაია, ზივზივაძე.აღნიშნული მატჩი ეროვნულ გუნდში ბოლო იქნება გუნდის კაპიტანისთვის, გურამ კაშიასთვის. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ლევან ბეჟაშვილი – ახლა მანდატებს ვერავინ აღადგენს, მაგრამ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა დაიწყოს

ოპოზიციის ნაწილში აშშ-ის დელეგაციის განცხადება გულისხმობს, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს ინსტიტუციონალიზაციის რესურსი, რათა უკეთესად წარმოადგინოს ოპოზიციური სპექტრის, ოპოზიციური ელექტორატის ინტერესები, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, როგორ წარმოუდგენია ოპოზიციას არჩევნები და დემოკრატიის დაბრუნება.„ამაში იგულისხმება ერთიანი პოზიციის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება, როგორ ვუყურებთ დემოკრატიის განვითარებას და მათ შორის დემოკრატიის დაბრუნებას პირდაპირი ახალი არჩევნების გზით. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ არჩევნები ამ ქვეყანაში, როგორ წარმოგვიდგენია დემოკრატიის დაბრუნება. ბუნებრივია, ეს პოზიციები ჩვენთვის, არა მარტო ალიანსის წევრებისთვის, არამედ ყველა ოპოზიციური პარტიისთვის მნიშვნელოვანი და საყურადღებო უნდა იყოს.  ამ მიმართულებით ყველამ ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ქვეყნის შიგნით სახელმწიფო ინსტიტუციებთან თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური ველი ერთიანი პოზიციით იყოს წარმოდგენილი, იქ არჩევნებში შევალ, არ შევალ და სხვადასხვა პირობების დაყენება კი არა, მნიშვნელოვანია, ერთიანი პოზიცია გვქონდეს, ეს ბევრად უფრო გააადვილებს პოზიციების დაახლოებას. ჩვენ უნდა ვაღიაროთ და ამ შემთხვევაში „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აღიაროს, რომ ქვეყანაში არის მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოწვეულია არჩევნების გაყალბებით. ფაქტობრივი მდგომარეობა დღეს რაც არის, აქედან უნდა გამოვიდეთ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.ბეჟაშვილის განცხადებით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა დაიწყოს.„ბუნებრივია, ახლა მანდატების აღდგენას ვერავინ ვერ მოახდენს და ვერც ცვლილებების განხორციელებას, მათ შორის კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას, ეს აბსურდია. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა დაიწყოს, ამისთვის მნიშვნელოვანია, ოპოზიციას ჰქონდეს საერთო ხედვა, როგორ უნდა დაბრუნდეს ამ ქვეყანაში დემოკრატია, მათ შორის პირდაპირი არჩევნები როგორ ჩატარდეს და მეორე, მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ოცნებამ გაიაზროს ამ განცხადებაში მოყვანილი პოსტულატები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, გააუქმოს ის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი განხილული არ ყოფილა, ვინაიდან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამას უკვე არანაირი შემხებლობა არ ექნება, წარსულში რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, ამის განხილვას ჩვენ ბუნებრივია, ვერ დავიწყებდით, ის მოცემულობა უნდა მივიღოთ, რომელიც ახლა გვაქვს, როგორ გადავწყვიტოთ არსებული პოლიტიკური კრიზისი. ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რამაც  ივანიშვილის რუსული რეჟიმი დარტყმის ქვეშ დააყენა და ფაქტობრივად განაპირობა, რომ დღეს ისინი არალეგიტიმურები არიან, არის ის შედეგი, რომელიც მოიტანა ოპოზიციური პარტიების ერთიანობამ პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით. საზოგადოებას კარგად ახსოვს 2020 წლის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები, მაშინ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი შეწყდა, როდესაც ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე გვთხოვეს. ოთხი წლის თავზე მივიღეთ კიდევ უფრო გაყალბებული არჩევნები, კიდევ უფრო თავხედური მიდგომა, კიდევ უფრო ზეწოლის შედეგად ჩატარებული არჩევნები, ამიტომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არანაირი უფლება აღარ ჰქონდა ოპოზიციას, მათ შორის 2020 წლის მოვლენებიდან გამომდინარე, სხვა გადაწყვეტილება მიეღო“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადება, რომლებიც საქართველოში ვიზიტისას ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი: „დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესებისთვის, რომლებმაც ხმა მისცეს“.

ბოლო სიახლეები