მარინა კალიურანდი: ყველაფერი საქართველოს, ქართველი ხალხისა და პოლიტიკური ლიდერების ხელშია, მათ ხელშია თუ როგორ ჩაივლის მეორე ტური

Read Time:42 Second

ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს იმედი აქვს, რომ მეორე ტურის სამზადისი და კამპანია მშვიდი იქნება. ევროპელმა დეპუტატმა „ქრონიკასთან“ კიდევ ერთხელ შეაფასა ორი ოქტომბრის არჩევნები და თქვა, რომ არჩევნები იყო კარგად ორგანიზებული და კარგად მართული.

მარინა კალიურანდი ოპოზიციას პარლამენტში მუშაობისკენ მოუწოდებს. ასევე ამბობს, რომ პოლიტიკოსებმა პარტიულზე მაღლა ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენონ. კიდევ ერთი მოწოდების მიხედვით, მეორე ტურისთვის ყურადღება ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებულ თემებზე უნდა გამახვილდეს.

„იმედი მაქვს, პოლარიზება დაიწყებს შემცირებას და კამპანიების დროს მეტი ყურადღება გამახვილდება რეალურ, ადგილობრივ არჩევენებთან დაკავშირებულ საკითხებზე და არა ფილოსოფიურ საკითხებზე, რომელიც პირველი რაუნიდისას წამოჭრა. ყველაფერი საქართველოს, ქართველი ხალხის და პოლიტიკური ლიდერების ხელშია, მათ ხელშია თუ როგორ ჩაივლის მეორე ტური. მოვუწოდებ ყველა ქართული პოლიტიკური პარტიის ლიდერს, საკუთარი პარტიის ინტერესები დააყენონ სახელმწიფო ინტერესებზე დაბლა, დაიწყონ თანამშრომლობა პარლამენტში, რადგან ჩვენ გვჭირდა მუშა პარლამენტი, რომელიც იმუშავებს ოპოზიციასთან ერთად. პარლამენტში საჭიროა ოპოზიციის ხმა – ეს ერთადერთი გზაა დემოკრატიული რეფორმებისა და ევროპაში დემოკრატიული ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა კალიურანდმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ცესკო: მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებით დაინტერესებულ მხარეებს არ შეუშალონ ხელი საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მათ მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას
Next post ვახტანგ გომელაური: ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი, ორი მათგანი კონტაქტზეა, თუმცა, მათი ადგილმდებარეობა, ჯერჯერობით, უცნობია