ვახტანგ გომელაური: ნანგრევებში 10-15 ადამიანია მოყოლილი, ორი მათგანი კონტაქტზეა, თუმცა, მათი ადგილმდებარეობა, ჯერჯერობით, უცნობია

Read Time:32 Second

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან, ბათუმში, კორპუსის ნაწილის ნგრევის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ნანგრევებში 10-დან 15 ადამიანამდეა მოყოლილი. სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ისე – მძიმე ტექნიკა.

„მძიმე სიტუაციაა. გამოძიება დავიწყეთ და დავადგენთ, რამ გამოიწვია ნგრევა. დაახლოებით, 5 სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, 10-15 ადამიანია მოყოლილი, ორი ადამიანი კონტაქტზეა, ტელეფონით გვესაუბრებიან, თუმცა, ვერ გვიხსნიან, სად არიან და მათი ადგილმდებარეობა, ჯერჯერობით, უცნობია. არ არის იმის საშუალება, რომ ნანგრევებზე 100 და 200 ადამიანი ავიდეს და ერთდროულად იმუშავოს, თუმცა, ერთმანეთს ვცვლით. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სწრაფად ვიმოქმედოთ, თუმცა, ფიზიკურად, ვერ გამოდის სწრაფად მუშაობა, შეიძლება, ამით ქვეშ მოყოლილი ადამიანები დაშავდნენ. პროფესიონალურად მუშაობენ ჩვენი მაშველები, რათა ქვეშ მოყოლილი ადამიანები არ დავაშავოთ“, – აღნიშნა შს მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარინა კალიურანდი: ყველაფერი საქართველოს, ქართველი ხალხისა და პოლიტიკური ლიდერების ხელშია, მათ ხელშია თუ როგორ ჩაივლის მეორე ტური
Next post ვახტანგ გომელაური: გამოძიება სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო