მარინა ენდელაძე – ნუ გეშინიათ, თუ დროულად მივხედავთ, დავიცავთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ყველა შემთხვევას გამოვავლენთ, ყველაფერი კარგად დამთავრდება

Read Time:31 Second

თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით საერთო ჯამში ამ დროისთვის რვა პაციენტია გამოჯანმრთელებული და ყველა მათგანმა კლინიკა უკვე დატოვა.

ენდელაძე ამბობს, რომ გამოჯანმრთელებულებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც დაავადების მიმდინარეობის დროს ფილტვების ანთება ჰქონდათ და მძიმედ ფასდებოდნენ.

აქედან გამომდინარე, ენდელაძის განმარტებით, დროული რეაგირებით, ყველაფერი კარგად დასრულდება.

„გვყავს რვა გამოჯანმრთელებული პაციენტი. გამოჯანმრთელებულებიდან ერთი იყო ძალიან მძიმე, ორს ჰქონდა ფილტვების ანთება. ყველაფერი კარგად დამთავრდა, ახლა ისინი სრულიად ჯანმრთელები და გაწერილები არიან. ამდენად, მინდა, დადებითი ემოციებით მოგმართოთ, ნუ გეშინიათ, თუ კი დროულად მივხედავთ და დავიცავთ ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, ყველა შემთხვევას გამოვავლენთ, ყველაფერი კარგად დამთავრდება“ ,- აღნიშნა ენდელაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 61 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა
Next post გოჩა ენუქიძე კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდს 100 000 ლარს გადაურიცხავს