გოჩა ენუქიძე კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდს 100 000 ლარს გადაურიცხავს

Read Time:25 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოჩა ენუქიძე კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეფექტურს უწოდებს და მოქალაქეებს მოუწოდებს მთავრობის რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

„მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების დროული და ეფექტური ნაბიჯებისა ვთვლი რომ შექმნილი ვითარება ყველას გვავალდებულებს გავიზიაროთ სოციალური პასუხისმგებლობა. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთმანეთის გვერდში დგომა და ერთიანობა. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწვეტილება კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადავრიცხო 100,000 ლარი. ყველას მოგიწოდებთ გაინაწილოთ პასუხისმგებლობა და #დარჩეთსახლში“ – აცხადებს გოჩა ენუქიძე.

დღეს კორონავირუსის პრევენციის მიზნით, შეიქმნა stopcov ფონდი, სადაც აკუმულირდება მოქალაქეებისა და ბიზნესის მიერ შემოწირული თანხები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარინა ენდელაძე – ნუ გეშინიათ, თუ დროულად მივხედავთ, დავიცავთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ყველა შემთხვევას გამოვავლენთ, ყველაფერი კარგად დამთავრდება
Next post ნაქერალას უღელტეხილთან, გზის სავალ ნაწილზე, კლდიდან უზარმაზარი ლოდი ჩამოვარდა