მარინა ენდელაძე: დავინდოთ ჩვენი თავიც, მოსახლეობაც და იქნებ ჩვენც დაგვინდოთ, რომ ნაკლები პაციენტი იყოს

Read Time:42 Second

მოემატა რაოდენობა, გვყავს 100 ინფიცირებული პაციენტი, რაც რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, მაგრამ სასიამოვნო ფაქტია ის, რომ ჯერჯერობით ლეტალური შედეგი არ გვაქვს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მარინა ენდელაძის თქმით, შესაძლოა, ლეტალური შედეგებიც დადგეს, მაგრამ მედიკოსები ძალ-ღონეს და ენერგიას არ იშურებენ იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად იყოს.

„ამჟამად ჩვენთან პაციენტების რაოდენობა მომატებულია, მაგრამ ბევრი გავწერეთ კიდეც და ველოდებით, რომ დღეს შესაძლოა, ერთიც გაეწეროს. გვყავს ძალზე საყურადღებო პაციენტებიც და ერთ მათგანზე პროგნოზს ჯერ ვერ გავაკეთებ. მართალია, ჩვენი ქვეყანა ყველაზე მოწინავეა და კარგი შედეგები გვაქვს თითქოს, რომ ბევრი ინფიცირებული პაციენტი არ გვყავს, მაგრამ ამან არ უნდა მოგვცეს დიდი იმედი. იმისთვის, რომ დრამატულად არ განვითარდეს მოვლენები, დავიცვათ ყველა მითითება, რაც სახელმწიფოს მიერ არის გამოცხადებული. ასე რომ, დავინდოთ ჩვენი თავიც, ჩვენი მოსახლეობაც და იქნებ ჩვენც დაგვინდოთ, რომ ნაკლები პაციენტი იყოს და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს“, – განაცხადა ენდელაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გამკაცრების ღონისძიებებით მინიმალური ზიანი მივაყენოთ ჩვენს ეკონომიკას
Next post საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა