მარინა ეზუგბაია – ინფექციურ საავადმყოფოში სამი ახალი ინფიცირებული პაციენტი გყავს და სამივეს წყარო ცნობილია

Read Time:36 Second

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი ჰყავთ.

როგორც მარიან ეზუგბაიამ აღნიშნა, ახალი პაციენტები ერთი ოჯახის სამი წევრია და მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის.

„გუშინ როგორც თქვენთვის ცნობილია, იყო 652 დადასტურებული შემთხვევა. შემოგვემატა 19 ახალი დადასტურებული. გამოჯანმრთელებული იყო 383 და ამჟამად არის 393. ამ მონაცემების გათვალისწინებით კოვიდცენტრებში 266 პაციენტი მკურნალობს. ეს ახალი დადასტურებული 19 პაციენტის ყველა ცნობილი წყაროა, თუმცა 17 აქედან არის ბოლნისი და ორი სოფელია ძირითადად გეტა და მუშევანი. ორი შემთხვევა კი ერთი არის მედპერსონალი და ერთი არის საკარანტინო სივრციდან პაციენტი, ანუ წყარო ყველასი ცნობილია. დაინფიცირებული მედპერსონალი საიდან არის ზუსტად არ ვიცი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში არის ერთი კრიტიკული პაციენტი, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„დღეისთვის ველოდებით რამდენიმე ადამიანის გამოჯანმრთელებას“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სააგენტო „იუპიაი“ – საქართველოს სახელის მნიშვნელობა იზრდება
Next post მარინა ეზუგბაია – „დარჩი სახლში“, ასეთი კატეგორიულები არა ვართ, მაგრამ დარჩი სახლში, თუ არ დარჩები, შეზღუდვები მაქსიმალურად გაითვალისწინე