მარიამ ჯიშკარიანი – მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებო რჩება, ამჟამად წამყვანია ნეირომეტაბოლური სინდრომი

Read Time:1 Minute, 21 Second

ცენტრ „ემპათიის“ კონსილიუმის წევრები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გაწეული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით, დღეს გორის ჰოსპიტალში იმყოფებოდნენ.

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მდგომარეობა საყურადღებოა. მისივე თქმით, საჭიროა ცვლილება როგორც გამოკვლევებში, ასევე მკურნალობის კურსში. ცენტრ „ემპათიის“ კონსილიუმი სააკაშვილის მკურნალ ექიმთან და სხვა კონსილიუმის წევრებთან შეხვედრას ითხოვს.

„მისი მდგომარეობა კვლავ საყურადღებო რჩება. ამჟამად წამყვანია ნეირომეტაბოლური სინდრომი. ჩვენ დავტოვეთ ჩვენი დასკვნა, გავსინჯეთ პაციენტი და შევისწავლეთ ახალი დოკუმენტაცია. ჩვენი გარკვეული მოსაზრებები მკურნალობის კურსთან დაკავშირებით დავწერეთ კონსულტაციის სახით. ვფიქრობ, რომ შეხვედრა მოვითხოვოთ როგორც მკურნალ ექიმთან, ასევე კონსილიუმის სხვა წევრებთან, რადგან მდგომარეობა არის საყურადღებო და საჭიროებს მულტიპროფილურ კორექტირებას, როგორც პროგრამა მინიმუმი. როგორც პროგრამა მაქსიმუმი, შესარჩევია ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება ნეირომეტაბოლური და ფსიქოლოგიური მიმართულებით, რათა მოხდეს პაციენტის ადეკვატური მკურნალობა. ჩვენი მოსაზრებები დასკვნასთან ერთად დავტოვეთ“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

კითხვაზე, რატომ არის განსხვავებული „ემპათიასა“ და სხვა კონსილიუმის დასკვნები, მაგალითად, სახალხო დამცველის დასკვნაში არაფერია ნათქვამი ფარმაკოლოგიურ წამებაზე და სხვაგან მკურნალობის გაგრძელებაზე, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველისა და მათი დასკვნა ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს.

„ჩვენ გავეცანით ამ დასკვნას. არის გარკვეული მოსაზრებები პრეპარატ „კეტეფტთან“ დაკავშირებით და ამ პრეპარატთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ შესწავლილი აქვს უფრო მეტი დოკუმენტაცია სააკაშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით მე-12 დაწესებულებიდან მოყოლებული. შესაძლოა, ამან გამოიწვია ცოტა განსხვავება. ძირითად დებულებებში ჩვენი დასკვნები ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენს დასკვნაში არის ჩამოთვლილი ის კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ის სამკურნალო დაწესებულება, სადაც გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა-რეაბილიტაცია. ასეთი დაწესებულება საქართველოში არის თუ არა, არ ვიცით, მოსაძებნია. თუმცა, პაციენტის კონსტიტუციური უფლებაა, თავისთვის საუკეთესო სერვისი შეარჩიოს და მიიღოს მკურნალობა, რადგან მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა და მძიმეა სხვადასხვა მიმართულებით. მისი პოზიცია არის, რომ თანახმაა მკურნალობა-რეაბილიტაციაზე. ჩვენ დავტოვეთ დასკვნა ჩვენს კონსულტაციასთან ერთად. ჩვენ შევეცდებით, დავუკავშირდეთ სხვა კონსილიუმის ექიმებს, რათა შევჯერდეთ გადაუდებელ მკურნალობაზე“, – დასძინა მარიამ ჯიშკარიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ბაქრაძე: თუ ეს შხამი არ მოვაცილეთ ქართულ პოლიტიკას, რომ სააკაშვილი ციხეშია და სხვები დასაჭერად არიან გამზადებულები, ვერაფერზე შევთანხმდებით
Next post დავით მაღრაძე „ნაცმოძრაობაზე“: ეს ის ძალაა, რომელმაც ომი წააგო და იზეიმა მოგება და გამარჯვება და ხალხი აზეიმა