დავით ბაქრაძე: თუ ეს შხამი არ მოვაცილეთ ქართულ პოლიტიკას, რომ სააკაშვილი ციხეშია და სხვები დასაჭერად არიან გამზადებულები, ვერაფერზე შევთანხმდებით

Read Time:1 Minute, 12 Second

ვერანაირი ეროვნული თანხმობა ვერ შედგება თუ არ გადაწყდა ციხეში მყოფი და დასაჭერად გამზადებული ლიდერების თემა. ყველაზე მწვავე თემა დღეს გახლავთ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე ციხეშია და მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთო წერეთელი, რომლებიც ელოდებიან 11 იანვარს განაჩენს. ასვე ნიკა გვარამია, რომელიც თებერვალში ელოდება განაჩენს, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” განაცხადა.

“დღეს ჩემი ამოცანა იყო მეჩვენებინა მისთვის [პრეზიდენტისთვის], რა შეიძლება იყოს ის ნაბიჯები, რასაც მისგან ველოდებით ყველა და რის გარეშეც წინ ვერ წავა ეს პროცესი წარმატებულად. ამიტომ, შეხვედრის ძალიან დიდი ნაწილი დავუთმე სწორედ პოლიტიკური დევნის საკითხს, მაგრამ უნდა ესმოდეს მასაც და ყველას, რომ თუ ვსაუბრობთ პროცესზე, არის გარკვეული გარემო, რომლის გარეშეც პროცესი წინ ვერ წავა და ამ გარემოს შექმნაში სამართლებრივად გადამწყვეტი როლი და ბერკეტები აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს. თუ მას უნდა ამ პროცესის წინ წაყვანა, ბუნებრივია, ისიც უნდა იყოს მზად გარკვეული ნაბიჯების გადასადგმელად.

ვერანაირი ეროვნული თანხმობა ვერ შედგება თუ არ გადაწყდა ციხეში მყოფი და დასაჭერად გამზადებული ლიდერების თემა. ყველაზე მწვავე თემა დღეს გახლავთ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე ციხეშია და მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთო წერეთელი, რომლებიც ელოდებიან 11 იანვარს განაჩენს. ასვე ნიკა გვარამია, რომელიც თებერვალში ელოდება განაჩენს. თუ ეს თემა არ მოიხსნა და ეს უზარმაზარი ტოქსიკური ტვირთი არ მოვიხსენით მხრებიდან, ქართულ პოლიტიკაში ვერანაირ თანხმობაზე ლაპარაკი ვერ იქნება. რაც არ უნდა მინდოდეს მე შეთანხმება, სანამ მხრებზე მაწევს მორალური ტვირთი, რომ ადამიანები ციხეში არიან, იქამდე ჩვენ ვერაფერზე ვერ შევთანხმდებით. ეს შხამი უნდა მოვაცილოთ ქართულ პოლიტიკას და ამის მერე გაიხსნება სივრცე პოლიტიკური შეთანხმებებისთვის”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე – ვარაუდობენ, რომ ვაქცინები „ომიკრონისგან“ ნაწილობრივ იცავს, განსაკუთრებით იცავს, თუ ადამიანს გაკეთებული აქვს ბუსტერ დოზა, ორჯერადად აცრილებს მოვუწოდებ, გაიკეთონ ბუსტერიც
Next post მარიამ ჯიშკარიანი – მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებო რჩება, ამჟამად წამყვანია ნეირომეტაბოლური სინდრომი