მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენ გამოვიყენეთ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რათა სწრაფად და სრულფასოვნად შესრულდეს რუსეთისთვის დაკისრებული ვალდებულებები

Read Time:29 Second

სააპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გამოიყენეს მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე იმსჯელეს საკითხზე, რომელიც ეხება იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების შედეგად რუსეთის ფედერაციას დაეკისრა.

„როგორც მოგეხსენებათ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე იყო მსჯელობა. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენეთ ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რათა სწრაფად და სრულფასოვნად შესრულდეს ყველა ვალდებულება, რომელიც რუსეთს დაეკისრა ევროპის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების შედეგად“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ დავაზეც არის საუბარი. დოკუმენტი მოუწოდებს წევრ ქვეყებს, დააჩქარონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება და დაკისრებული კომპენსაციების გადახდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვახტანგ მეგრელიშვილი: მე ბოკერიასთან არა შერიგება, არამედ საუბარი მჭირდება, რათა ჩემს სასურველ მიზანს მივაღწიო
Next post რომან გოცირიძე – გია ბარამიძეს რომ ვუთხრა, თქვენ ბრძანდებით ბურიდანის ვირი ან ტროას ცხენი, ეს პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს