მარიამ ქვრივიშვილი: ახალი რეგულაციები ტურისტული ტრანსპორტისთვის, COVID-19- ის პირობებში მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება

Read Time:38 Second

„აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კოვიდ-19 ის გამო ტურიზმის სექტორისთვის სავალდებულო რეგულაციების დანერგვა გახდა საჭირო. რეგულაციებზე მუშაობა სასტუმროების, კვების ობიექტების, ტურისტული კომპანიების, გიდების, სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარეობდა და კერძო სექტორთან კომუნიკაციის შედეგად დამტკიცდა.

შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და კერძო სექტორის მაქსიმალური მხარდაჭერის მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს გაუთანაბრდეს.

ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორში არსებულ სატრანსპორტო კომპანიების ოპერირებას იმ ფორმით, რომ დაცული იყოს მოქალაქეთა ჯანმრთელობა. COVID-19- ის პირობებში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს, რომ ადაპტაცია მოახდინონ ახალ სტანდარტებზე.“ – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ტურისტული ტრანსპორტისთვის დადგენილი სტანდარტები საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის დაწესებულ რეგულაციებს უთანაბრდება – აღნიშნული გადაწყვეტილება 22 ივნისს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კოვიდინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია
Next post მარიამ ჯაში: საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენასაც „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სრული მხარდაჭერა ექნება