მარიამ ჯაში: საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენასაც „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სრული მხარდაჭერა ექნება

Read Time:32 Second
საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე და მესამე მოსმენასაც „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სრული მხარდაჭერა ექნება – ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნების კიდევ ორჯერ დადასტურდება. „არც ერთი მანდატი არ უნდა დააკლდეს 92 ხმას, რომელიც იყო გარანტირებული. იმედი მაქვს, რომ 116 ხმა ამ პროცესს ექნება, მიუხედავად იმისა, შემოუერთდებიან თუ არა სხვა ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლები“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს. საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი 21 ივნისს უყარეს.
კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარიამ ქვრივიშვილი: ახალი რეგულაციები ტურისტული ტრანსპორტისთვის, COVID-19- ის პირობებში მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება
Next post კახა კალაძე: საცხოვრებელ ბინებს სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებული 400-მდე ოჯახი მიიღებს