მამუკა ხაზარაძე – „ლელოს“ კარი ღიაა, ვისაც უნდა, რომ შემოგვიერთდეს, შემოგვიერთდეს, ჩვენ გვაქვს ის ძალა და გამოცდილება, რომელიც მომავალ კოალიციურ მთავრობაში აუცილებლად მიიღებს წამყვან როლს

Read Time:1 Minute, 25 Second

ჩვენი კარი ღიაა, ვისაც უნდა, რომ შემოგვიერთდეს, შემოგვიერთდეს, ჩვენ გვაქვს ის ძალა და გამოცდილება, რომელიც მომავალ კოალიციურ მთავრობაში აუცილებლად მიიღებს წამყვან როლს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერანაირ კავშირს ვერ ხედავს, „თუ ქვეყანაში ისეთი რაღაც არ მოხდა, რომ მთელი საზოგადოება გამოვა ქუჩაში და მივხვდებით, რომ უკვე პარტიული ინტერესები ბოლო პლანზე გადადის“.

„ბოლო პერიოდში, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებები განვითარდა და წინა პლანზე წამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან იმ ცხრაწლიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, კერძოდ, მერაბიშვილი და ძმანი მისნი, ჩვენ ამ პარტიასთან ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავთ. თუმცა, ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს საზოგადოების, აკადემიური წრეების, დოპლომატიის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან, რომელთაც უნდათ, აქტიურად ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის მომავლის მშენებლობაში და ჩვენ ახლა ამით ვართ დაკავებული.

რას ნიშნავს პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანება -კანონმდებლობით ბლოკები აკრძალულია, შესაბამისად, სამი პარტიაც რომ გაერთიანდეს, სამი ნომერი და სამი სია ვერ იქნება, ამიტომ, თუ მივალთ ამ კონკრეტიკამდე, იქნება ერთი პარტია და იქნება ერთი ნომერი, ერთი სია. შესაბამისად, ჩვენი კარი ღიაა, ვისაც უნდა, რომ შემოგვიერთდეს, შემოგვიერთდეს. ვისაც ფერი არ მოსწონს, ყვითელი ან რაღაც სახელი, ეს არის ტექნიკა და შეგვიძლია, კომპრომისზე წავიდეთ. მაგრამ როდესაც ლაპარაკია, როგორ დავამარცხოთ ის რუსული მთავრობა, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი კარი არის ღია. მობრძანდნენ, კონსულტაციები დავიწყოთ. ზოგიერთთან ეს ყველაფერი დაწყებული გვაქვს.

აქვე მინდა გითხრათ, რომ პარტიას პლუს პარტია არ ნიშნავს ამომრჩევლის ავტომატურ გადმოტანას. ახლა რომ არის ლაპარაკი, გაერთიანდით, გაერთიანდით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არავითარ გაერთიანებაზე და თანამშრომლობაზეც არ არის საუბარი, თუ ქვეყანაში ისეთი რაღაც არ მოხდა, რომ მთელი საზოგადოება გამოვა ქუჩაში და მივხვდებით, რომ უკვე პარტიული ინტერესები ბოლო პლანზე გადადის“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, „ლელო“ აგრძელებს დამოუკიდებელ განვითარებას.

„ჩვენი კარი ღიაა და მოვუწოდებ საზოგადოებას, შემოგვიერთდნენ, რადგან ჩვენ გვაქვს ის ძალა, ინტელექტი და გამოცდილება, რომელიც მომავალ კოალიციურ მთავრობაში აუცილებლად მიიღებს წამყვან როლს“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულის პარტიაა
Next post ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ საქართველოს ევროკავშირის მომავალ წევრად მოიაზრებენ. ეს არის ძალიან დიდი ცვლილება საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში და ასევე ფრანგების მხრიდან ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში