მამუკა წოწერია მოქალაქეებს ორულში, დიდინეძში და დიდინეძის კახათში შეხვდა

Read Time:34 Second

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ დღეს მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის სოფლებში ორულუ, დიდინეძი და დიდინეძის კახათში გამართა. მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მუნიციპალიტეტის და კონკრეტული სოფლების განვითარების გეგმები გააცნო. მამუკა წოწერიას განმარტებით, პირველადი ინფრატსრუქტურის პრობლემა ყველა სოფელს გადაეჭრება, რაც სკოლების, საბავშვო ბაღების, ამბულატოორიების,  წყლის, შიდა გზების პრობლემების მოგვარებას გულისხმობს:

„დღეს  საკმაოდ საინტერესო შეხვედრები გვქონდა სამ ადმინისტრაციულ ერთეულში: ორულში, დიდნეძსა და დიდინეძის კახათში. საკმაოდ აქტიური იყო მოსახლეობა, რაც დასაფასებელია და ერთად შევჯერდით იმ ძირითად გამოწვევებზე, რომელიც უახლოეს პერიოდში მოუგვარდება ჩვენს მოქალაქეებს.

ადგილობრივები ძალიან კარგად  აფასებენ უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ამ შეხვედრებს ძირითადი გამოწვევის – ვაქცინაციის პროპაგანდისთვის და კარგია, რომ მოსახლეობაც აქტიურად მოგვყვება ამ საკითხში“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ. მერობის კანდიდიატი მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: ბევრი პოლიტიკური პარტია „შეჭამა“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად გამოიყენა ისინი და შემდეგ მიაგდო
Next post ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ემზადება არა 2, არამედ 3 ოქტომბრისთვის, რომ ისევ იმ უბედური სცენარის განხორციელება სცადონ – ამის საშუალებას არ მივცემთ