ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ემზადება არა 2, არამედ 3 ოქტომბრისთვის, რომ ისევ იმ უბედური სცენარის განხორციელება სცადონ – ამის საშუალებას არ მივცემთ

Read Time:29 Second

ისინი (ოპოზიცია) ემზადებიან არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის, იმისათვის, რომ სცადონ ისევ იმ უბედური სცენარის განხორციელება, რითაც დაღალეს ეს საზოგადოება, ამის საშუალებას მათ არ მივცემთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური მხოლოდ 10-15 მუნიციპალიტეტშია მოსალოდნელი.

„მეორე ტურებს, რა თქმა უნდა, ველოდებით, თუმცა, აქ არის ერთი ნიუანსი – 63 რეგიონული მუნიციპალიტეტიდან 51-ში, მთლიანობაში დაყენებულია 4 ან ნაკლები კანდიდატი, რაც ამცირებს მეორე ტურების ალბათობას. შესაბამისად, ბევრი მეორე ტური ამის გამო ალბათ არ იქნება, თუმცა, შეიძლება 10-15 მუნიციპალიტეტში იყოს, რაც არის დემოკრატიული პროცესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა წოწერია მოქალაქეებს ორულში, დიდინეძში და დიდინეძის კახათში შეხვდა
Next post საქართველოში კოვიდინფიცირების 2 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა