მამუკა წოწერია: მოსახლეობის განწყობებიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს იმის თქმის საშუალება, რომ 2 ოქტომბერს, გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ და გაიმარჯვებენ მისი კანდიდატები
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია ჭითაწყარში ადგილობრივ მოქალაქეებს შეხვდა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმები წარუდგინა. მამუკა წოწერიამ შეხვედრაზე იმ განსხვავებას გაუსვა ხაზი, რაც ქართულ ოცნებას და მის ოპონენტ პარტიებს აქვთ. მისი განცხადებით, მმართველ პარტია კონკრეტული განვითარების გეგმით მიდის ამომრჩეველთან, ოპონენტ პარტიებს კი პირიქით რევანშისტული გზა აქვთ არჩეული, რასაც მოსახლეობა კარგად ხედავს და ეს მათ განწყობებში აისახება.
„ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში, შეხვედრა გვქონდა ჩვენს მოსახლეობასთან. აღსანიშნავია, რომ იგრძნობა საოცარი პოზიტივი „ქართული ოცნებისა“ და მისი კანდიდატების მიმართ. ასევე, მოსახლეობა კარგად ამჩნევს იმ განსხვავებას საარჩევნო კამპანიებს შორის, რომელსაც აწარმოებს „ქართული ოცნება“ და სხვა კონკურენტი პარტიები. ამიტომ ჩვენ გვაქვს იმის თქმის საშუალება, რომ 2 ოქტომბერს, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, გაიმარჯვებენ მისი კანდიდატები და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას აქტიურობისკენ რათა ჩვენ ხმა მივცეთ, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო მეტ განვითარებას.“ – განაცხადა მამუკა წოწერიამ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჯანაშია ესწრებოდა. ჭითაწყარში რეაბილიტირდა შიდა საუბნო გზები, მოეწყო სპორტული მოედნები, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მოეწყო გარე განათება. სოფელი გაზიფიცირებულია, ჭითაწყარში აშენდება ახალი საბავშვო ბაღი. დაგეგმილია ნარმანიას ქუჩაზე გარე განათების მოწყობა და მეფრინველეობის დასახლებაში დასასვენებელი სკვერის მოწყობა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...