მამუკა მდინარაძე: ხმა მივეცი ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას

Read Time:34 Second

ხმა მივეცი ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას, – ამის შესახებ ხმის მიცემის შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ფიქრობს, რომ თბილისელების დიდი უმრავლესობა ანალოგიურ არჩევანს გააკეთებს.

„მე იმ ადამიანს მიეცი ხმა, რომელმაც საქმით დაამტკიცა, რომ იმსახურებს თბილისის და თბილისელების ნდობას. ძალიან მნიშვნელოვანია უკვე მესამე ბიულეტენში მაჟორიტარებს დავუჭიროთ მხარი, გარდა პროპორციული სიისა, რაც ასევე მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ თითოეულ მერს თითოეულ მუნიციპალიტეტში თუ თავისი გუნდი არ ეყოლა, რომელიც იმ გეგმების განხორციელებაში შეუწყობს ხელს, რაც მათ მიზნად დაისახეს (და ერთადერთი პარტიაა „ქართული ოცნება“, რომელმაც კონკრეტული პარტია წარუდგინა ამომრჩეველს) და ამ პროგრამის განხორციელებას პროპორციული სიით გასულმა დეპუტატებმა უნდა შეუწყონ ხელი. ამან უნდა უზრუნველყოს, რომ ერთხმად, ხმაშეწყობილად შევძლოთ ამ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება თითოეულ მუნიციპალიტეტისა და უბნის დონეზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ცესკო მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან
Next post ირაკლი კობახიძე: დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც განსაზღვრავს თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში