ირაკლი კობახიძე: დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც განსაზღვრავს თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში

Read Time:50 Second

დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც განსაზღვრავს თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. თითოეული ხმა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში აირჩიონ ყველაზე ღირსეული კანდიდატები მერებად და საკრებულოს წევრებად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მნიშვნელოვანია თითოეულ ამომრჩეველს მშვიდ გარემოში მიეცეს ხმის მიცემის შესაძლებლობა.

„ამომრჩეველს მოვუწოდებთ, მაქსიმალური აქტიურობისკენ. დღეს დილის 08:00 საათზე საარჩევნო უბნების კანომდებლობის შესაბამისად გაიხსნა და საარჩევნო პროცედურები, რამე არსებითი ხარვეზის გარეშე წარიმართა, რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წევრს მადლობას ვუხდით. დღეს მნიშვნელოვანია თითოეულ ამომრჩეველს მშვიდ გარემოში მიეცეს ხმის მიცემის შესაძლებლობა. ბუნებრივია, მოსალოდნელია პროვოკაციები, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, მათ შორის განსაკუთრებით ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, ნებისმიერ პროვოკაციას მაქსიმალური სიმშვიდითა და მოთმინებით შეხვდნენ, ნუ მივცემთ პროვოკატორებს მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. ასევე, მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილ ტელევიზიებს, მათ მიერ დამკვიდრებული ტრადიციის წინააღმდეგ, ნუ შეეცდებიან ხელოვნური აჟიოტაჟით შექმნან ყალბი აღქმები საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. დარწმუნებული ვართ, რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს ქართული საზოგადოება სათანადო პასუხს გასცემს და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ხმა მივეცი ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გასაღებით გააღეს, ბევრ რამეზე მეტყველებს