მამუკა მდინარაძე: წარმოუდგენელია იმაზე მეტი ნაბიჯის გადადგმა ოპოზიციისკენ, რაც ჩვენ გავაკეთეთ

Read Time:44 Second

წარმოუდგენელია იმაზე მეტად ან იმაზე მეტი ნაბიჯის გადადგმა ოპოზიციისკენ, ქმედითს ვგულისხმობ, რაც ჩვენ გავაკეთეთ,- ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „მოქალაქეების“ წარმომადგენლის, ალეკო ელისაშვილს განცხადებას.

„მათ მოთხოვნა დააყენეს, როდესაც თქვენ მათთან ერთად იყავით ქუჩის აქციებზე და ეს იყო რიგგარეშე არჩევნები. ამაზეც კი დავეთანხმეთ ერთი პატიოსანი დათქმით – რომ მობრძანდით იმ საშუალებით, რასაც კომისია აძლევთ, გამოიძიეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ 1%-იანი გადახრა იქნება „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, კი ბატონო, ესეც ჩავატაროთ. ამის იქით, ფიზიკურად ნაბიჯი არ არსებობს. „ქართული ოცნება“ არც არასდროს ამდგარა ამ მაგიდიდან და არ აუყირავებია ეს მაგიდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მაგიდის აყირავებას ყოველთვის ოპოზიცია ცდილობდა.

„ფიზიკურად იქ იყვნენ და თავისი მიზნებით სხვაგან – იქ, სადაც არიან დღეს, თავისი პროვოკაციული მოქმედებებით და კონკრეტული მოქმედებებით, მათ შორის, მათი პარტიის ფორმალური თავმჯდომარის კონკრეტული მოქმედებებია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო ჩააყენოს იმ მდგომარეობაში, რომ სხვა გამოსავალი არ იყოს გარდა იმისა, რომ თავის თავი დაიჭიროს ნიკა მელიამ“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაკა ბოჭორიშვილი – გიდასტურებთ სრულ მზადყოფნას, მაქსიმალურად გამოვიყენოთ საპარლამენტო დიპლომატიის შესაძლებლობები, რათა ერთობლივი ძალებით მივაღწიოთ საბოლოო მიზანს
Next post ნიკა მელია დააკავეს